„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილის, ნიკო ქართველის ახლა უკვე ყოფილი მეუღლე, თაია ჭიჭინაძე რეალითი შოუს მონაწილე გახდა. თაიას „პრაიმ ჰაუსის“მეოთხე სეზონში ვიხილავთ.
თაია ჭიჭინაძე იმ სასიყვარულო სამკუთხედის წარმომადგენელია, რომლის წევრებიც ნიკო ქართველი და სალომე უშხვანი არიან.
„ვუყურებდი, როგორ მღალატობდა ჩემი საყვარელი ადამიანი… ძალიან რთული გზა გავიარე“ – ამბობს ახალგაზრდა ქალი ვიდეოში, რომელიც ცოტა ხნის წინ რეალითი შოუს ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა.
თაია ამბობს, რომ რეალითი შოუს ისტორიის შეცვლა სურს და აპირებს, პირველი ქალი გამარჯვებული გახდეს.