„ვუსამძიმრებთ ნინო და ილიკო სუხიშვილებს დედის გარდაცვალების გამო“… – გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, „სუხიშვილების“ ბალეტმეისტერი ინგა თევზაძე

ნინო და ილიკო

გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, ანსამბლ „სუხიშვილების“ ბალეტმეისტერი, ნინო და ილიკო სუხიშვილების დედა, ინგა თევზაძე. სამწუხარო ინფორმაციას „სუხიშვილების“ „ფეისბუკის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„ჩვენს დიდ ოჯახს გამორჩეული წევრი გამოაკლდა – საქართველოს სახალხო არტისტი, ანსამბლის ბალეტმეისტერი – ქალბატონი ინგა თევზაძე.

ინგა თევზაძის სილამაზე მხოლოდ მის გარეგნობაში არ გამოიხატებოდა: მისი კეთილშობილება, სიბრძნე, დახვეწილობა ყველას აჯადოებდა. ასეთი ადამიანები უხმაუროდ ტოვებენ დიდ კვალს და რჩებიან ჩვენს გულებში, მეხსიერებაში და ანსამბლის ისტორიაში.

ვუსამძიმრებთ ნინო და ილიკო სუხიშვილებს დედის გარდაცვალების გამო; ასევე ახლობლებს და მის მთავარ ოჯახს – ქართულ ნაციონალურ ბალეტს.

ნათელში იყოს მისი სული.

პანაშვიდი: 25 და 26 დეკემბერი, 17:00 სთ-დან. დაკრძალვა: შაბათს, 27 დეკემბერს 14:00 სთ

მისამართი: ი. აბაშიძის ქუჩა 21“, – წერია „სუხიშვილების“ მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

Scroll to Top