„ვიღაცა ნაძირალამ ჩემი სახელით დადო პოსტი, სადაც ყველაზე უმსგავსო ინფორმაცია გაავრცელა ჩემზე“..- გივი სიხარულიძე მიმართვას ავრცელებს

0
362

მსახიობი გივი სიხარულიძე სოციალურ ქსელში მიმართავს ავრცელებს:

„ჩემო მეგობრებო, ვიღაცა ნაძირალამ ჩემი სახელით დადო პოსტი, სადაც ყველაზე უმსგავსო ინფორმაცია გაავრცელა ჩემზე.

მე მინდა მთელი მსოფლიოს გასაგებად ვთქვა, რომ ჩემთვის ქართველი კაცის ოჯახი წმინდა სანთელია, რაც შეეხება ჩემი მეგობრების მეუღლეებს ისინი ჩემი დები არიან, რომელთა გულისთვისაც თავსაც გავწირავ, ეს მშვენივრად იციან ჩემმა მტრებმა და ამიტომ ყველანაირად ცდილობენ ჩემი სახელის შებღალვას.

პატივისცემით თქვენი გივი სიხარულიძე,“ – წერს სიხარულიძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here