ვიდეო: „ძალიან ვნერვიულობდით, საპასუხიმგებლო საღამო გვქონდა“ – ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში „რეზო და ბავშვების“ კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

0
16
რეზო და ბავშვები
რეზო და ბავშვები

15 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში „რეზო და ბავშვების“ კონცერტი გაიმართა, რომელმაც დარბაზში მყოფი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

კონცერტის შემდეგ „მიუზიკ ბოქსი“ რეზო ბლიაძეს ესაუბრა.

„ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტი პირველად გვქონდა. ძალიან ვნერვიულობდით, საპასუხიმგებლო საღამო გვქონდა. ყველა ჩვენი საავტორო სიმღერა შევასრულეთ და თუ მაყურებელს მოეწონა, ე.ი. ჩვენი ალბომიც მოეწონება, რომლის გამოცემასაც ძალიან მალე ვგეგმავთ“, – ამბობს რეზო ბლიაძე „მიუზიკ ბოქსთან“ საუბარში.