3.8 C
Tbilisi
Thursday, February 2, 2023

ვიდეო: „ძალიან ექსპრომტი დაბადების დღე გამოვიდა, ბევრი ვიტირე სიხარულით და სიამაყით!“ – როგორ მიულოცეს ნინი შერმადინს იუბილე

მომღერალმა ნინი შერმადინმა დაბადების დღე მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა.

ამის შესახებ ნინი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მისი იუბილე ექსპრომტად შედგა.

„მეგობრებო ძალიან ექსპრომტი დაბადების დღე გამოვიდა, არ ვგეგმავდი და არ აღვნიშნავ დაბადების დღეს რაც დედა და მამა აღარ არის, მათი მოლოცვის გარეშე ძალიან ჩვეულებრივი დღე გახდა ჩემთვის. მაპატიეთ ვისაც ვერ გითხარით ან ვერ მოვასწარი მეთქვა. დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს ვინც მაიძულა,გუშინდელი დღე აღმენიშნა. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ძმას ირაკლი შარაძე ასეთი გრანდიოზული სიურპრიზისთვის! ადამიანი გული, ხმა, ემოცია, თავმდაბლობა და კიდევ უამრავი ეპითეტი შემიძლია მოვიხსენიო რაც აჩიკო ბერიძეს შეესაბამება! ძალიან ბევრი ვიტირე სიხარულით და სიამაყით! დიდი მადლობა ალექსანდრე ზაზარაშვილს და დავით ღვინიანიძეს, რომელიც 2 საათის გზაზე ჩამოვიდა ჩემთვის დაბადების დღის მოსალოცად! ძალიან დიდი მადლობა როიალ გარდენ თბილისს, ჩემს ანდრიას და თიკას, ჩემ ლიზას იმიტომ, რომ არსებობს და კიდევ იმიტომ, რომ მაკა საჯაია ჩამომიყვანა დაბადების დღის საჩუქრად. მოკლედ უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვისაც გიხარიათ რომ დავიბადე, უღრმესი მადლობა ამ უდიდესი სითბოსთვის და სიყვარულისთვის რასაც თქვენ მაგრძნობინებთ, არ ვიცი რით დავიმსახურე. ღმერთმა ყველა დაგლოცოთ, თქვენ რომ კარგად იქნებით ეგ ყველაზე მეტად გამახარებს! მიყვარხართ, გკოცნით და გეფერებით ყველას სათითაოდ!  მუდამ თქვენი ნინი,“ – წერს ნინი შერმადინი.

ვრცლად…

Latest Posts

ბოლო სიახლეები