ვიდეო: როდის ვიხილავთ ლიზი გოზალიშვილს გერმანული „ვოისის“ „რინგზე“ – როგორ აირჩია მომღერალმა შესარჩევი ტურის სიმღერა

0
205

19 წლის ქართველი მუსიკოსი ლიზი გოზალიშვილი The Voice of Germany-ის 2023 წლის სეზონის მონაწილეა.

ქართველ გულშემატკივარს მისი გამოსვლის ხილვა The Voice of Germany-ის სოციალური მედიის პლატფორმებზე შეეძლება.

ლიზი გოზალიშვილმა შესარჩევ ტურში მაიკლ ჯექსონის სიმღერა Earth Song იმღერა.

ლიზი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ასეთ წარმატებას მიაღწევდა.

„სცენაზე გასვლამდე ალბათ ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ატირებულ მწვრთნელს და სპონტანურ დუეტს – ნამდვილად არ წარმომედგინა“.

ესეც ჩემი გამოსვლა გერმანული ვოისის ბრმა ქასთინგზე“. – წერს ლიზი და ვიდეოს აქვეყნებს.

გერმანული The Voice-ის მონაწილე და ქართველი მომღერალი ლიზი გოზალიშვილი „მთავარი არხის“ არხის დილის გადაცემაში „შენი დილა“ მაყურებელს პროექტში მისი მონაწილეობის შესახებ უამბო.

როგორც ლიზი ამბობს, მუსიკალურ შოუში მონაწილეობა სპონტანურად გადაწყვიტა, ხოლო სიმღერით უკრაინაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

  • „მწვრთნელებს ძალიან დადებითი ემოცია ჰქონდათ, როცა გაიგეს რომ ქართველი ვარ.. ეს ჩემთვის სასიხარულო იყო, ძალიან ბევრჯერ აღნიშნეს, რომ ქართველებს განსაკუთრებული ხმა გაქვთო.

ჩემი და ჯოვანის დუეტმა ნამდვილად გადაწონა და გამიმარტივა არჩევანი, თანაც სპონტანური დუეტი იყო და მასთან ერთად უდიდესი ჰარმონია ვიგრძენი: მუსიკალური და ემოციური კავშირი.. მივხვდი, რომ მასთან უფრო ახლოს ვიყავი.

რინგების ეტაპს იხილავთ ამ პარასკევს 20 ოქტომბერს,“– ამბობს ლიზი გოზალიშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here