ვიდეო: პირველი ქართველი მუსიკოსი Webster Hall-ის გრანდიოზულ სცენაზე – ნიუ -იორკში სტეფანეს კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

0
207

სტეფანე მღებრიშვილის კონცერტიდან კადრებს გვიზიარებს, რომელიც ნიუ-იორკში, ლეგენდარულ Webster Hall-ში გაიმართა.

სტეფანე პირველი ქართველი მუსიკოსია, რომელმაც ამ დარბაზში იმღერა. ამავე დარბაზში კონცერტი გაუმართავთ არაერთ მსოფლიო ვარსკვლავს: Madonna-ს, Sting-ს, Mick Jagger-ს და U2-ს.

როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, სტეფანე მსმენელისთვის მაქსიმალურად დაიხარჯა და კონცერტზე მისულ ადამიანებს ბედნიერი წუთები აჩუქა.

სტეფანემ აღფრთოვანებული მაყურებლის უამრავი მადლობა დაიმსახურა:

„საუკეთესო შოუ“,

„საქართველოში დაგვაბრუნა“,

„მადლობა“. – წერენ კონცერტით აღფრთოვანებული ქართველები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here