ვიდეო: ლეგენდარულმა ნონა გაფრინდაშვილმა გადაცემაში „ვინ ვინ არის“ კაბის როლი მოირგო

0
2395

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრიტანული შოუს ანალოგი „ვინ ვინ არის“ მესამე სეზონის მეორე ტური გაიმართა. აუტსაიდერები კაბისა და ჩელოს კოსტიუმებში გამოწყობილი კონკურსანტები აღმოჩნდნენ. დეტექტივების გადაწყვეტილებით, ნიღბის მოხსნა კაბის მოუწია და როგორც აღმოჩნდა, ის ნონა გაფრინდაშვილს ჰქონდა მორგებული.

რეიტინგის საიდუმლო პროექტის იდუმალებაშია – კონკურსანტებისთვის მეტოქეების, პერსონალური პროდიუსერებისთვის კი საკუთარი კონკურსანტების ვინაობა უცნობია.

შოუს მონაწილეები კოსტიუმებს პირად კარავში ირგებენ და სცენაზე გადიან. ნიღაბს მიღმა შესაძლოა მსახიობი, მუსიკოსი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი ან ნებისმიერი სხვა სფეროს წარმომადგენელი იმალებოდეს. ვოკალური მონაცემების, სამსახიობო ოსტატობისა და აზარტულობის გარდა, შოუში მოხვედრის მთავარი კრიტერიუმი მაღალი პოპულარობაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here