„იმერული ესკიზების“ ერთ-ერთი მთავარი გმირი ნანა ქვათელაძე, რომელიც ფილმში წითურთმიანი გოგონას როლს ასრულებს, „დილა მშვიდობისა საქართველოს“ პირდაპირ ეთერში ათენიდან ჩაერთო.
წამყვანმა მას ჰკითხა, თუ რატომ არ გაჰყვა იგი კინოს, რაზედაც ქვათელაძემ უპასუხა:
„მე 2006 წლიდან ათენში ვიმყოფები, ემიგრაციაში ვარ. ასე წავიდა ჩვენი ცხოვრება, არაუშავს… აქ განვაგრტძობ ჩემ მოღვაწეობას.
ძალიან მინდოდა კინოს გავყოლოდი, ან რეჟისურას, თუმცა ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, ინჟინერ-ქიმიკოსი ვარ და აღარ გავყევი ამ გზას,“ – აღნიშნა ნანა ქვათელაძე.