ანრი ჯოხაძემ საკუთარ მელოდიასა და ტექსტზე შექმნილი ახალი სიმღერა „თბილისი – ბათუმი“ და მასზე გადაღებული კლიპი „იუთუბზე“ წარმოგვიდგინა.
ვიდეოს რეჟისორიც და იდეის ავტორიც თავად არის.
ვიდეორგოლი გადაღებულია კამერებითა და ტელეფონით. კადრები გარდაქმნილია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.
ვიდეოს უამრავი დადებითი გამოხმაურება აქვს.




