ვიდეო:„ეს არის ძალიან მძიმე დაავადება, მაქვს ხოლმე შეტევითი ტკივილები“ – ეკა კახიანი

0
892

გადაცემა „იმუნიტეტის“ ეთერში ეკა კახიანმა შაკიკის შესახებ ისაუბრა, რომელთან ერთადაც თანაცხოვრება ისწავლა:

„ვცდილობ, რომ არ დამჩაგროს. სულ არის თავის რაღაც ტკივილი. უცებ მივხვდები, რომ მტკივა, მაგრამ მივეჩვიე. არის ხოლმე შეტევითი ტკივილები, რომლებიც წარმოუდგენელია. ეს არის ძალიან მძიმე დაავადება, ცდილობს, დაგჩაგროს, ვისწავლე მასთან ერთად ცხოვრება, ვისწავლე, როგორ ვიმკურნალო, როგორ მოვიქცე, შეცვალა ჩემი ცხოვრების სტილი… ვისწავლე მართვა. ვიცი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს. საკვებზე არ მქონია, მაგრამ ვიცი, რომ არ შეიძლება შიმშილი, ღამის თენება, ზედმეტი ხმაური, შუქი, ალკოჰოლი, სიგარეტი. ძალიან ბევრი რამ არ შეიძლება. ადამიანები რომ ერთობიან, სვამენ, დროს ატარებენ, მუსიკა ბოლომდეა ჩართული, მე უნდა გავეცალო. არის შემთხვევები, რომ ყველაფერს ვაკეთებ, ვიცი, რომ 72 საათი უნდა მოვკვდე, მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ და მეც მინდა გართობა…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here