ვიდეო:„ეს არის ადგილი, სადაც პირველად ავიდგი სცენაზე ფეხი“- ანა ქურთუბაძე „ბასტი ბუბუში“ ბრუნდება

0
310

მსახიობი და ტელეწამყვანი ანა ქურთუბაძე აცხადებს, რომ „ბასტი ბუბუში“ ბრუნდება.

მსახიობი მონაწილეობას იღებს სპექტაკლში „პინოქიოს თავგადასავალი”. სპექტაკლი პირველ ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

„ყველას გელოდებით პირველ ივნისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში „პინოქიოზე“. „ბასტი ბუბუ“ ეს არის ადგილი, სადაც პირველად ავიდგი სცენაზე ფეხი და მოვიდა დრო ისევ დავბრუნდე. ეს არის ჩემი ბავშვობა და ძალიან მიყვარს. მიხარია, რომ ამ არაჩვეულებრივ სპექტაკლში მონაწილეობას მეც მივიღებ. გელოდებით ყველას”, – ამბობს ანა ქურთუბაძე.

ცნობისთვის, სპექტაკლი 18:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 15 ლარი იქნება, ხოლო 4 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა თავისუფალია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here