ვიდეო:დაუსრულებელი ოვაციები და აღფრთოვანებული ამერიკელები – ნინი ბრეგვაძის ფურორი „ვოისის“ მორიგ ტურში

0
263

ნინი ბრეგვაძე, რომელიც ამერიკულ „ვოისში“ წარმატებით მონაწილეობს, კონკურსის მორიგ ტურში შესანიშნავად წარდგა.

ნინიმ Adele-ის ცნობილი ჰიტი – Lovesong ბრწყინვალედ შეასრულა და როგორც ჟიურის, ასევე დამსწრე საზოგადოების ოვაციები დაიმსახურა.

აღფრთოვანებას ვერ მალავენ თავად ამერიკელები, რომლებიც ნინის მისამართით დადებით შეფასებებს არ იშურებენ.

„ის საუკეთესოა“, „უბრალოდ საოცარია“ – აღნიშნავენ ისინი.

როგორც ნინი წერს, სიმღერა, რომელიც მან ლაივ შოუზე შეასრულა, მისთვის ბევრს ნიშნავს.

„სიტყვებს ვეძებ და ვერ ვპოულობ.

ეს სიმღერა ბევრს ნიშნავს ჩემთვის და ჩემი მიზანი იყო თქვენამდე იმ ემოციით მომეტანა რა ემოციებსაც ეს სიმღერა მაძლევს!

მიყვარხართ“ – წერს ნინი ბრეგვაძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here