ვანო ჩხარტიშვილის ძმისშვილისა და კახა ოქრიაშვილის დისშვილის გრანდიოზული ქორწილი მცხეთაში (ფოტოები)

0
4566

გასულ კვირას, მცხეთაში “მარანი ჰოლში“ კიდევ ერთი მდიდრული და გრანდიოზული ქორწილი გაიმართა. მილიონერ ვანო ჩხარტიშვილის ძმისშვილმა, ჯაბა ჩხარტიშვილმა, დეპუტატ კახა ოქრიაშვილის დისშვილზე, ნატო ყაფლანიშვილზე იქორწინა.

წყვილმა ჯვარი სვეტიცხოვლის ტაძარში დაიწერა. პატარძლის ერთ-ერთი მეჯვარე პოლიტიკოს გიორგი ვაშაძის ცოლი, ქეთი სიჭინავა იყო. ქეთი ასევე სიძის ბიძაშვილია.
ჩვენი ინფორმაციით, ქორწილს ცნობილი სახეები დაესწრნენ, მათ შორის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და პატარძლის ბიძა, ცნობილი პოლიტიკოსი და ბიზნემენი კახა ოქრიაშვილი. ქორწილს ესწრებოდა ასევე პოლიტიკოსი არჩილ თალაკვაძე, ძმასთან ერთად.

ჯაბა ჩხარტიშვილი ბიძასთან ერთად მუშაობს და ბიზნესით არის დაკავებული. რაც შეეხება ნატო ყალფანიშვილს, განათლება ევროპაში მიიღო და საქართველოში ერთ-ერთ ბიზნესკომპანიაში მუშაობს.

იხილეთ ქორწილის ფოტოები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here