“ეს არ იყო ჩემი “ფეშენ” გადაწყვეტილება.. ნუ მლანძღავთ, მე ხომ მაინც ცნობილი უგემოვნო ვარ” – ნუკი კოშკელიშვილი “კროქსების” გამო გააკრიტიკეს

0
184

მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოების ყურადღებას ყოველთვის იქცევს უმშვენიერესი გარეგნობითა და განსხვავებული ჩაცმის სტილით.

თუმცა, როგორც სოციალურ ქსელიდან ვიგებთ, ნუკის მიმდევრებმა მოდელი “კროქსების” გამო გააკრიტიკეს, რომელსაც ნუკი ყოველდღიურად ატარებს. როგორც აღმოჩნდა, ის ერთ-ერთ გადაცემაში სწორედ აღნიშნული “კროქსებით” მივიდა.

“ტიკ-ტოკზე ამბავია აწეული ჩემს “კროქსებთან” დაკავშირებით. მეგობრებო ეს არ იყო ჩემი “ფეშენ” გადაწყვეტილება, უბრალოდ, იმ დღეს ფეხსაცმელები სახლში დამრჩა და “კროქსებით” ვიყავი წამოსული. სავარძელში რომ დავჯექი წამყვანს ვკითხე ჩანს ფეხები? – არაო. მერე მოხდა ისე, რომ მაინც გამოჩნდა. ნამდვილად არ უხდება იმ კაბას, მაგრამ ეგეთი საშინელიც არ არის, რომ მაინც და მაინც გადამიაროთ. თან მე ხომ მაინც ცნობილი უგემოვნო ვარ და გეხვეწებით ნუ ჩხუბობთ და ნუ მლანძღავთ”, – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.

ვრცლად…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here