ტელეწამყვანმა თამუნა მუსერიძემ გვანცა დარასელიას პოდკასტში სტუმრობისას პირადი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ეტაპზე – მეუღლესთან დაშორების მიზეზებსა და იმ ემოციურ პერიოდზე ისაუბრა, რომელიც ღალატის გაგებას მოჰყვა.
„ერთი თვე ვუყურებდი მიმოწერას. სახლში ვიჯექი, ჩვენ რომ ვიჩხუბეთ, ის სახლიდან იყო წასული და ამ პერიოდში, ერთ კვირაში დაიწყო იმ ადამიანთან ურთიერთობა. ლეპტოპში ფეისბუქი ჩართული ჰქონდა დატოვებული. ასე ვუყურებდი მთელი ერთი თვე. რა ძალამ გამაძლებინა, არ ვიცი. როგორ არ გავნადგურდი, მართლა არ ვიცი. ერთი თვე ზიხარ, უყურებ ამ ყველაფერს, უსმენ მათ საუბრებს, ფოტოებსა და ვიდეოებს უყურებ, იცი, როდის ხვდებიან ერთმანეთს, სად მიდიან…
ბოლოს ღამის ორ საათზე რაღაც მოხდა. მივწერე ჩემს ახლობლებს, რომ ძალიან ცუდად ვიყავი და მოსულიყვნენ. ყველანი ჩემთან მოვიდნენ. ვიფიქრე, ახლა მივალ იქ, ადგილზე-მეთქი, მაგრამ კარგია, რომ არ გამიშვეს.
ასე ვიჯექი და ვუყურებდი ყველაფერს. მეორე დღეს კი სთორი ჩავწერე.
ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მართლა მოვკვდი ადგილზე. დედის ამბავი არ განმიცდია, რადგან არ მიყვარდა და არც კი ვიცნობდი ამ ადამიანს.“ – აღნიშნა თამუნა მუსერიძემ და დასძინა:
„საჯაროდ სანდროს ამბის მოყოლამ უკან დასაბრუნებელი ხიდი მომიჭრა… ეს ჩემი თავისთვის გავაკეთე, რომ უკან აღარ დავბრუნებულიყავი. იმიტომ, რომ მე მაინც ვაპატიებდი. სანდრომ არ იცოდა, რომ მე ეს ყველაფერი ვიცოდი. მან ჩემი სთორიდან გაიგო: „ჰელოუ, სანდრო, ვიცი“.




