„ერთადერთი კომპლექსი მქონდა – ჩაცმის. იმიტომ, რომ პროექტში მეორადებში ნაყიდი ტანსაცმლით გამოვედი“ – ბარბარა სამხარაძემ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა

0
210
ბარბარა სამხარაძე
ბარბარა სამხარაძე

ბარბარა სამხარაძე ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის „სხვა ნანუკა“ სტუმარი იყო.

მომღერალმა ნანუკას დახმარებით ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა და წონაში საგრძნობლად დაიკლო.

„ბავშვობის სურათებს ხშირად ვათვალიერებ და პატარა ბარბარას ვეუბნები – დღეს რომ „კალოშებით“ წახვედი სკოლაში, ხვალ მოგაკითხავს მანქანა და წაგიყვანს, სადაც გინდა“, – ამბობს ბარბარა სამხარაძე.

მისი თქმით, ცხოვრებაში მხოლოდ ერთი, ჩაცმის კომპლექსი ჰქონდა.

„ერთადერთი კომპლექსი მქონდა – ჩაცმის. იმიტომ, რომ მე პროექტში მეორადებში ნაყიდი ტანსაცმლით გამოვედი და დღეს მეორადები ტრენდად იქცა, მე კი ეს ყველაფერი 2015 წელს მაკომპლექსებდა. ” – ამბობს ბარბარა სამხარაძე.

გადაცემიდან ცნობილი ხდება, რომ მომღერალმა 56 კგ დაიკლო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here