დღეს მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან 2 წელი შესრულდა და ამ ორი წლის განმავლობაში ჩემი ცხოვრება საშინელებად იქცა – ლიზა იასკო

0
130

„მთელი დღეა რაღაცის დაწერას ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. თითქოს სიტყვები გამითავდა.. დღეს მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან 2 წელი შესრულდა და ამ ორი წლის განმავლობაში ჩემი ცხოვრება საშინელებად იქცა. არ არსებობს სიტყვები, რომლებიც სულ მცირედით მაინც გამოხატავს იმას, რაც ამ ორი წლის განმავლობაში ხდება“, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო სოციალურ ქსელში წერს.

„2021 წლის 1 ოქტომბრამდე“ ერთად ბედნიერები ვიყავით. მაშინ არ იყო ომი, მაშინ არ ვიცოდი, რა გველოდა ყველას და როგორ შეიცვლებოდა რეალობა.

დღეს ყველა იმ დამცველის დღეა, ვინც ჩვენს მიწას და თავისუფლებას იცავს. და ეს ჩემთვის არის ორმაგად, თუნდაც სამმაგად მძიმე დღე, რომელსაც ღრმა მნიშვნელობა აქვს.

ყველას, ვინც საკუთარ მიწას იცავს, გულწრფელად ვუსურვებ სიძლიერეს და წარმატებას! ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავისუფლებას, ღირსებას და უნარს, გვიყვარდეს და ვიყოთ მათთან, ვინც ნამდვილად გვიყვარს!

ეს ფოტო გადაღებულია 2 წლის წინ, მიხეილ სააკაშვილის დაკავების პირველ კვირებში, საქართველოში, ციხესთან, სადაც მაშინ თითქმის ყოველ კვირა დავდიოდი მის მხარდასაჭერად და დასაცავად. გადაღებულია მაშინ, როდესაც არ ვიცოდი, რამხელა ტკივილი იქნებოდა მის თავს, მაგრამ მაშინაც თვალებში მაქვს რაღაც ტკივილი და ისეთი რამ, რასაც სიტყვებით ვერ გამოვხატავ“, – წერს ლიზა იასკო სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here