„დღეს მე და ჩემი ქმარი ერთად ვართ…“ – ეკა ჩხეიძე და მისი მეუღლე შერიგდნენ

0
17014

პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა ეკა ჩხეიძემ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქმარს შეურიგდა.

გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალისტ ია ანთიძისთვის მიცემულ ინტერვიუდან:

– თქვენს ოჯახში ყველა თავ-თავისი გზით ვითარდება. მაგრამ ოჯახის წევრები მყარ კავშირებს თუ ინარჩუნებთ ერთმანეთთან? ოჯახური პიკნიკები თუ გაქვთ, ან უცხოეთში ყველანი ერთად თუ დადიხართ? 

– დავდივართ ხოლმე, მაგალითად, ჩემს გოგოსთან ერთად, ან მამა-შვილი ერთად წავა სადმე მთაში. ყოველთვის ვცდილობთ…

– ოჯახის იდეას ძალიან ეჭიდებით, როგორც ვხედავ. 

– ვეჭიდები, რა თქმა უნდა. დღეს ჩემი ქმარი და მე ერთად ვართ. მაგრამ, თავისთავად ცხადია, რომ ყველას თავისი საქმე, ინტერესი და თავისუფალი სივრცე უნდა ჰქონდეს. ერთად ყოფნა კიდევ სხვა სიამოვნება და სხვა კომფორტია. მაგრამ მე რომ ოჯახის ყველა წევრი მთელი დღე სახლში მყავდეს, ვიღაცას დავახრჩობ დღის ბოლოს (იცინის).

სრულ ინტერვიუს იხილავთ აქ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here