მსახიობი თინა მახარაძე, რომელიც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ „ანკას“ როლს ასრულებდა, ინსტაგრამის მიმდევრებს შეკითხვებზე პასუხობს.
ის მსახიობ გურანდა გაბუნიასთან ურთიერთობასაც იხსენებს და კიდევ ერთხელ ჰყვება დეტალებს. მისი თქმით, გურანდა გაბუნიას მას ვერ იტანდა.
როგორც მსახიობი იხსენებს, ერთხელ გადასაღებ მოედანზე შესვენების დროს ჩაძინებული, გურანდა გაბუნიამ ქოლგის კაკუნით გააღვიძა.
„გურანდა გაბუნია მოვიდა, ხელში ქოლგა ეჭირა და გვერდში შემიჩხიკინა, ისე გამაღვიძა. კი არ მითხრა, გაიღვიძე ან რამე, ქოლგით შემიჩხიკინა.
მოკლედ, გურანდა გაბუნია ვერ მიტანდა რაღაც მიზეზების გამო. არ ვიცი რატომ ვერ მიტანდა… ერთხელ გადასაღებ მოედანზე, შესვენების დროს ჩამეძინა. გურანდა გაბუნია მოვიდა ქოლგა ეჭირა ხელში და ქოლგით რომ შეუჩხიკინებ, ეგრე გამაღვიძა. კი არ მითხრა, რომ გაიღვიძე ან ა. შ.
მოკლედ, გურანდა გაბუნია ვერ მიტანდა და ამას არც მალავდა. სცენარში მქონდა ტექსტი, სადაც ჩემი ქმრის პერსონაჟისთვის უნდა მეთქვა …, ამაზე პროტესტი გამოთქვა, ისეთ სიტყვებს იყენებს ის ბილწი გოგო, თინა მახარაძე, რომ მე ვტოვებ სერიალსო,“ – ჰყვება მსახიობი.