გადაცემა „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ მალე YouTube-ზე დაბრუნდება. გადაცემის ფეისბუქის გვერდზე ცოტა ხნის წინ ახალი ვიდეო გავრცელდა და ცნობილი გახდა, რომ „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ ამჯერად YouTube-ზე გაგრძელდება.
„მოგენატრეთ?“, – წერს დათო გორგილაძე.
ცნობისთვის, „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადიოდა, ბოლო ეპიზოდი კი მაყურებელმა გასული წლის 29 დეკემბერს ნახა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქესთან ერთად კიდევ რამდენიმე გადაცემა დახურა.