„გადავყევი ამ ამბავს, ოლივერს არ ჰქონდა არანაირი აუტიზმი“ – ნუკი კოშკელიშვილი შვილის საქართველოში დასმულ დიაგნოზზე

ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი თამარ ობგაიძის პოდკასტში თავისი შვილის, ოლივერის პრობლემის შესახებ გვიყვება.

როგორც ტელეწამყვანი აღნიშნავს, ოლივერს არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და მას აუტიზმი არ ჰქონდა.

„წარმოიდგინეთ, პირველი შვილია. გარშემო ყველას შვილი ამბობს – დედა, მამა, მომე, წადი. მე მხოლოდ ქართულად ველაპარაკებოდი, მამამისი მხოლოდ – ინგლისურად. მოკლედ, არაფერს ამბობდა. არც თითს იშვერდა. ამბობდნენ, ეზარება, ზარმაციაო. ბავშვს რომ ეუბნები, ნაყინს მოგცემო და რომ არ ესმის. ხედავ რომ სიცარიელეა. გიყურებს და აბსოლუტურად არაფერი ესმის.

ეს იყო პანდემიის დრო, როცა საქართველოში ვიყავი და აქ მივიყვანე თერაპევტებთან. მითხრეს, აუტისტური სპექტრიაო. მე როგორც მივხვდი, აქ არის საყვარელი დასკვნა – აუტიზმი. დღეს საკმაოდ მართვადია აუტიზმი და არ შეშინდეთ, თუკი თქვენს შვილს ეს დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ გადაამოწმეთ.

ოლივერს არ ჰქონდა არანაირი აუტიზმი. მას ჰქონდა მეტყველების შეფერხება. ორი წლის და თვეების იყო, ამერიკაში რომ დავბრუნდი და ყველგან მივიყვანე აუტისტურ სპექტს სადაც ადგენენ. ყველგან მითხრეს, ეს არ არის აუტიზმი. აქვს მეტყველების შეფერხება, რაც იმითაა გამოწვეული, რომ მისი ტვინი ორ ენას ვერ ეგუება. ამიტომ შეწყვიტეთ მასთან ორ ენაზე საუბარი და მხოლოდ ერთ ენაზე ესაუბრეთო. ჩვენი ოთახების, ეზოს, ნივთების ფოტოები ამოვბეჭდე და მივუკარი ყველგან – აბა, თქვი ოლის უნდა აბაზანაში. აბა, ის თქვი, ეს გაიმეორე-მეთქი და ასე დაიწყო ლაპარაკი.“, – იხსენებს ნუკი კოშკელიშვილი.

Scroll to Top