ბარბარა სამხარაძე: „პირად ცხოვრებაში სიახლე მაქვს და ძალიან ბედნიერი ვარ“

ბარბარა სამხარაძე

მომღერალი ბარბარა სამხარაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ მის პირად ცხოვრებაში სიახლეა.

გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან.

„პირად ცხოვრებაში სიახლეები მაქვს, მაგრამ არ მინდა ამ თემაზე საუბარი. რომ ვაკვირდები, ვინც მეტს ლაპარაკობს ამაზე, მას მეტი პრობლემებიც უჩნდება. მთავარია, რომ ვარ ძალიან ბედნიერი და თავს ყველანაირად ჰარმონიულად ვგრძნობ,“ – ჰყვება ბარბარა.

მომღერალმა ასევე აღნიშნა, რომ სიახლეებია მის კარიერაშიც და ბენდს ქმნის.

„შეგნებული ასაკიდან მოყოლებული, ველოდი, როდის გავხდებოდი 25 წლის. მგონია, რომ ეს არის ასაკი, როცა შესაძლებლობები უკვე შენს ხელშია და ისინი მაქსიმალურად უნდა გამოიყენო. ამ ასაკში თუ რამეს ვერ გააკეთებ, სხვას ვეღარ დააბრალებ, უკვე ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. საბედნიეროდ, წელს ბევრი კარგი მოხდა ჩემს ცხოვრებაში. თუნდაც ის, რომ ვაკეთებ ბენდს და წინ მნიშვნელოვანი გეგმები მაქვს,“ – აღნიშნა ბარბარამ.

Scroll to Top