ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი დასასრულს მიუახლოვდა

ბიაფი

ბათუმის მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის კინოჩვენებები დღეს ქართული ანიმაციის კლასიკით და ბერნარდ მაკმაჰონის დოკუმენტური ფილმით „როგორ შეიქმნა ლედ ზეპელინი” დასრულდება.

გუშინ კი ბოლო ჩვენება ევროპის მოედანზე გაიმართა. მაყურებელმა თემურ ბაბლუანის „ბეღურების გადაფრენა“ იხილა. როგორც ქართველმა რეჟისორმა აღნიშნა, ბათუმის ფესტივალი მნიშვნელოვანი პლატფორმაა კინემატოგრაფისტებისთვის, რადგან ის იძლევა შესაძლებლობას თავი მოუყაროს კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან, გააცნოს კინომოყვარულებს საუკეთესო ფილმები და კიდევ ერთხელ დაფასდეს „მისი უდიდებულესობა ქართული კინო“. თემურ ბაბლუანი უახლოეს მომავალში მაყურებელს თავის ახალ კინოპროექტს წარუდგენს.

დღის განმავლობაში ფესტოვალზე რამდენიმე კინემატოგრაფის მედიასთან შეხვედრა იგეგმება. 12.00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს ბრიტანელ პროდიუსერი მაიკ დაუნი.

8 საფესტივალო დღის განმავლობაში ბათუმი 100-მდე ფილმის ჩვენებას მასპინძლობდა. ფესტივალის პროგრამა მოიცავდა საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, „დიდოსტატთა კოლექციას“, სექციას „მუსიკა კინოში“ და არასაკონკურსო ფილმების ჩვენებებს. ფესტივალის ფარგლებში კინოს მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეხილათ ქართული კინომემკვიდრეობის აღდგენილი ფილმები, ქართული ანიმაციები. ჩვენებები ბათუმში ოთხ ლოკაციაზე იმართებოდა: ბათუმის დრამატული თეატრი, კინოთეატრი კავეა გრანდ მოლი, ევროპის მოედანი და ივერია ბიჩ კაფე.

ფესტივალის დახურვის ცერემონია დღეს 19.00 საათზეა დაგეგმილი. კონკურსში გამარჯვებული ფილმების დაჯილდოების შემდეგ კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის სპეციალური ჯილდოები ბრიტანელ პროდიუსერს მაიკ დაუნის და ქართველ რეჟისორს თემურ ბაბლუანს გადაეცემათ.

ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ქ.ბათუმის მერია, “ქართული ფილმი”, საქართველოს ეროვნული არქივი, იტალიის საელჩო საქართველოში.

სპონსორები: ,,იელთი ჯგუფი’’, სასტუმრო ,,ლე მერიდიენ ბათუმი’’, სასტუმრო ,,ჰემპტონ ბათუმი’’,კინოთეატრი ,, კავეა გრანდ მოლი’’,კომპანია ,,კონფერენს ჯგუფი’’,კომპანია ,,ნაბეღლავი, ,,ივერია ბიჩი’’, სოფიე ბაკურიძეს სტუდია.

საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’, ტელეკომპანია ,,იმედი’’,ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა ,,The Messenager’’, ,,Georgia Today’’-ინგლისურენოვანი მედია, რადიოჰოლდინგი ,,ფორტუნა’’, ,,არეალ მედია’’, ,, Billboard Georgia’’,საინფორმაციო სააგენტო ,,პრაიმ ტაიმი’’, საინფორმაციო სააგენტო ,,აიპრეს ჯი’’, ,,პალიტრა ნიუსი’’, საინფორმაციო პორტალი ,,ამბები ჯი’’, Film New Europe (FNE) კინოინდუსტრიის საერთაშორისო მედიაპლატფორმა, Cineuropa – ევროპული კინოს საერთაშორისო მედიაპლატფორმა.

Scroll to Top