არკადია საქართველოში 20 ივნისს Teklas’s Pets-ის ჩვენება გაიმართება

ცუგები

უკვე მეორედ international fashion weekend – ზე, რომელიც ტარდება 20 ივნისს არკადია საქართველოში, წარსდგება ქართველი დიზაინერი tekla’s pets, რომელიც ქმნის სამოსს ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის.

პოდიუმზე გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას წარადგენენ პატარა ოთხფეხა მოდელები, მათ შორის იქნებიან სოც ქსელებში ცნობილი ცუგოებიც ტიკტოკის და ფეისბუქ ვარსკვლავები. teklas pets უკვე 7 წელია ქმნის სამოსს, ის არის პირველი დიზაინერი საქართველოში, ვინც თითოეულ მოდელს ქმნის თავისი ხელით და ჰობი აქცია საყვარელ საქმიანობად და რაც ყველაზე მთავარია, ის არის პირველი, ვინც მოდელის მოფიქრებიდან და რეალიზებამდე თითოეულ დეტალს ქმნის თვითონ და საქართველოში.

დიზაინერს ყავს 8 ცუგა და პირველი კოლექციაც სწორედ მათთვის შეიკერა, თუმცა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ შემდგომში იქცა ბრენდად, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება არც ევროპის და არც ამერიკის ბრენდებს.

თითოეული ქსოვილი რომლითაც იქმნება სამოსი არის ძვირფასი, ხარისხიანი და რაც მთავარია ანტიალერგიული, ოთხფეხა მეგობრების კომფორტი ჩვენთვის პრიორიტეტია

Scroll to Top