„ამდენი გოგო რომაა ჩემ ირგვლივ, ბიჭები მწერენ, დაგვიტოვე გოგოები ჩვენც, ძმაოო, ჩემი შურთ..“ – რეზი ქვრეიზი

0
665

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი „ტიკ-ტოკერი“ და რეალური შოუს, „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, რეზი ქვრეიზი იყო.

გადაცემაში რეზიმ ისაუბრა, რომ ბევრს შურს მისი.

„ბევრს შურს ჩემი, ჩემს ჩაცმულობაზე ამახვილებენ ყურადღებას, საიდან აქვს ამდენი ფულიო, ოქროები რომ უკეთია და პიჯაკები აცვიაო.

მე სხვისთვის ჯიბეში ხელი არასდროს ჩამიყვია, საკუთარი შრომით ვშოულობ ყველაფერს. ერთი კეთილი ბიჭი ვარ, თან, არც მახინჯი ვარ. ამდენი გოგო რომაა ჩემ ირგვლივ, ბიჭები მწერენ, დაგვიტოვე გოგოები ჩვენც, ძმაოო, ჩემი შურთ. მე ჩემთვის ვერთობი, ცუდს არაფერს ვაკეთებ.

ზოგადად, შავი პიარი ყველაზე კარგი პიარია, აი, ეს არის ჩემი პასუხი „ჰეითზე“. ამ ეტაპზე 53 ათასი „ტიკ-ტოკ“ გამომწერი მყავს.“- ამბობს რეზი ქირია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here