„აკა დამშორდა და არა მე. ბოლო წლები ტოქსიკური ურთიერთობა გვქონდა“ – რას ამბობს თამო ვაშალომიძე ყოფილ მეუღლეზე

თამო ვაშალომიძე

TAMO’S SKIN-ის დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე გადაცემაში „სარკასტიკა“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ყოფილ მეუღლესთან დაშორების შესახებ ისაუბრა.

„საჯაროდ არ ვსაუბრობდი ამაზე, თუმცა მე და აკა 1 წელი დაშორებულები ვიყავით. ღალატი არ ყოფილა. აკა დამშორდა და არა მე. ბოლო წლები ტოქსიკური ურთიერთობა გვქონდა. სასამართლოში დავა „თამოსკინზე“ არ ყოფილა.

„თამოსკინი“ ჩემი იყო 100%-ით და დღესაც ასეა. ჩემს ყოფილ ქმარს არ დავუკარგავ იმას, რომ თავიდან ფინანსურად ძალიან დამეხმარა და გვერდში დამიდგა. პატივს ვცემ, როგორც ჩემი შვილის მამას“, – ამბობს თამო ვაშალომიძე.

Scroll to Top