აი, ის მომენტი… – რას წერს მსახიობი ენდი ძიძავა ქალიშვილის დაბადების დღეზე, რომელსაც სოცქსელებში რამდენიმე დღეა განიხილავენ

0
678

მსახიობი ენდი ძიძავა სოციალურ ქსელში აზიარებს მეუღლისა და ქალიშვილის ფოტოს, რომელიც მათი გოგონას იუბილეზეა გადაღებული მოსკოვში.

ნუცას ამ ნაბიჯს, ვერაფრით ვერ ვამართლებ, რაც არ უნდა ახლო მეგობრის დაბადების დღე ყოფილიყო – ზაზა შენგელია ნუცა ბუზალაძის მოსკოვში ვიზიტზე

ნია კოღუაშვილის დაბადების დღე, სადაც ქართული და რუსული ესტრადის ვარსკვლავები გამოდიოდნენ, უკვე რამდენიმე დღეა, ქართულ სოციალურ ქსელებში განხილვის მთავარი საგანია.

კანონიერი ქურდის ბადრი კოღუაშვილისა და მსახიობ ენდი ძიძავას ქალიშვილის, ნიას დაბადების დღე, სადაც ნუცა ბუზალაძე, მიშო სულუხია, ხვიჩა მაღლაკელიძე და დათო ხუჯაძე იმყოფებოდნენ, ქართველი საზოგადოებისთვის გაღიზიანების საბაბად გადაიქცა.

ენდი ძიძავა მეუღლისა და ქალიშვილის ფოტოს შემდეგი სტატუსით აქვეყნებს:

„დიდად არ გამოვირჩევი ფოტოების აქ ფრიალით, მაგრამ… აქაური ერთი ფრაზა გამახსენდა ახლა. აი, ის მომენტი…

ყოველთვის მეღიმებოდა ამ ფრაზაზე.

არასოდეს თქვა არასოდეს!

და აი, მეც დამიდგა ეს მომენტი, როდესაც… ვზივარ ახლა და ვფიქრობ, დავდო არ დავდო იმ დღევანდელი მამა-შვილის გნებავთ ერთი ფოტო მაინც…

პ.ს. სულ პატარა რომ იყო ნია, ჩემმა მაგდუმ ასწავლა ლექსის ერთი სტროფი რომელიც ასე იწყებოდა

„ჩემო ჭაღარა მამიკო…“

მთლად გაჭაღარავებულა…

იდოს ეს ფოტო აქ. ისე ყოველი შემთხვევისთვის. რას დავაშავებ ამით, რო?“ . – წერს ენდი ძიძავა.

ენდი ძიძავა „პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მისმა მეუღლემ ახლახან დატოვა საპატიმრო დაწესებულება და ვინაიდან არ აქვს უფლება, რომ რუსეთი დატოვოს, დიდი ხნის უნახავი ქალიშვილი მოსკოვში მიიწვია დაბადების დღის აღსანიშნავად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here