„ავუხსენი, რომ 35 წლის ვარ და არ მაქვს მოდელის პარამეტრები“ – თამთა კვარაცხელია ევროპის სილამაზის კონკურსზე მიიწვიეს

0
420

ტელეწამყვანი თამთა კვარაცხელია უმხელს 2023 წლის ნოემბერში იტალიაში კონკურსზე „მის ევროპა კონტინენტალი“ მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება. ამის შესახებ მან ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა.

„ამის დაჯერება თავადაც მჭირს. არ ვიცი, საიდან, როგორ მიაწოდა ჩემი მონაცემები, თუ თავად მიპოვეს ინტერნეტში, მაგრამ წლინახევრის წინ დამიკავშირდნენ. თავდაპირველად ხუმრობა მეგონა. საქართველოშიც არ მიმიღია სილამაზის კონკურსში მონაწილეობა, არამცთუ ევროპაში. შემდეგ ისე დაჟინებით დაიწყეს შეტყობინებების გამოგზავნა, დავინტერესდი და აღმოჩნდა, რომ ეს იყო ძალიან პრესტიჟული კომპანია, რომელიც ასევე ძალიან ცნობილ კონკურსს ატარებდა. ტრანსლაცია მსოფლიოს 50 ქვეყანაში ხდება.

ავუხსენი მათ, რომ მე ამ კონკურსში არ მივიღებდი მონაწილეობას, რადგან ვერ 35 წლის, არ მაქვს მოდელის პარამეტრები და ა.შ., მაგრამ დამარწმუნეს, რომ ჩემი ყველა მონაცემი აკმაყოფილებდათ. ბოლოს ჩემი მშობლების და მეგობრების ჩართულობით დავთანხმდი…“.- ამბობს „სარკესთან“ საუბარში თამთა კვარაცხელია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here