მომღერალი ნუცა ბუზალაძე საქართველოში დაბრუნდა. ნუცას აეროპორტში გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.
„ჩემი ემოციები ალბათ ყველამ ნახა ეკრანზე, რა დღეშიც ვიყავი. ზოგადად, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. კარგი იყო, მაგრამ ასევე რთული გზაც. იმ ადამიანების ყურება, რომლებსაც მთელი ბავშვობა ვუყურებდი და ვუსმენდი, მათზე გავიზარდე, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან დიდი წარმატება იყო. 3 კვირაში დავბრუნდები უკან, ალბომი უნდა ჩავწერო.“ – ამბობს საქართველოში დაბრუნებული ნუცა.
საქართველოში დაბრუნებული ნუცა აეროპორტიდან პირდაპირ ხმის ჩამწერ სტუდია „ბრავო რექორდსში” მივიდა.
როგორც ცნობილია, ნუცა 3 ივნისს, ბათუმში კონცერტს გამართავს.