ზუკა ხუციშვილის ემოციური სიტყვა, როცა მამის მაგივრად „ოქროს ტალღა“ მიიღო

ზუკა ხუციშვილის ემოციური სიტყვა, როცა მამის მაგივრად „ოქროს ტალღა“ მიიღო

26 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში „ოქროს ტალღის“ საიუბილეო ღონისძიება ჩატარდა. მუსიკალური კონკურსი, წლის სიმღერის დაჯილდოება, სადაც შოუბიზნესის წევრებს 15 ნომინაციაში გადასცემენ პრიზებს, მეხუთე წელია ტარდება.

წელს რადიო „ფორტუნას“ 20 წლის იუბილე და „ოქროს ტალღის“ 5 წლის იუბილე განსაკუთრებული პომპეზურობით აღინიშნა. სპეციალური სტუმრის, ლიზა ფიშერის შესანიშნავ ვოკალურ პერფორმანსზე მეორე დღეა, აქტიურად საუბრობენ სოციალურ ქსელებში, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით სიმფონიურმა ორკესტრმა კი შესანიშნავი პარტნიორობა გაუწია ქართველ ვარსკვლავებს.

15 ნომინაციიდან ერთი ყველაზე გამორჩეული გამოდგა, ქართული მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ნომინანტის დასაჯილდოვებლად სცენაზე რადიო „ფორტუნას“ ერთ-ერთი ძველი სახე, ტელეწამყვანი ეკა ხოფერია გამოვიდა. სწორედ მას ხვდა წილად პატივი, გამოეცხადებინა, ვის გადაეცა ჯილდო ამ ნომინაციაში გამარჯვებისთვის და ეს გახლდათ მისი დიდი ხნის მეგობარი, მომღერალი და მსახიობი, გიო ხუციშვილი…

პრიზის მისაღებად სცენისკენ მისი ვაჟ, ზუკა ხუციშვილი გაემართა… თავიდან მას ძალიან გაუჭირდა აზრის მოკრება, მაგრამ შემდეგ გაიხსენა, როგორ გაუხსნეს იმავე დარბაზის წინ ვარსკვლავი მამას, რომლისთვისაც ეს უკანასკნელი გამოჩენა აღმოჩნდა ფართო მაყურებლის წინაშე.

ზუკა ხუციშვილი:

დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა… მგონი, ხვდებით, ჩემთვის ძალიან რთულია აქ ყოფნა, გიოს მაგივრად საუბარი. სულ ახლახან ფილარმონიის წინ გაიხსნა გიოს ვარსკვლავი. კონცერტის დროს შეუძლოდ იყო და ზუსტად აი, აქ იჯდა და შეასრულა რამდენიმე სიმღერა. ამხელა სიყვარული, პატივისცემა, ამხელა დარბაზი რომ ადგა და სიყვარული აჩუქა მამაჩემს, ასეთი არაფერი მინახავს, ძალიან დიდი მადლობა…

მე დავინახე, მამაჩემმა თქვენი სიყვარულისგან უკანასკნელად როგორ გაანათა, არასდროს დამავიწყდება და მე და ჩემი ოჯახი ყოველთვის ვალში ვიქნებით თქვენ წინაშე. დიდი მადლობა!.. მადლობა მთელ გუნდს და მადლობა მთელი ჩემი ოჯახისგან…

(ფოტოები)

სიახლეები/

|

June 27, 2018 / 12:33 pm

TOP სიახლეები

ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ჯვრისწერის ოფიციალური ფოტოები

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე 11 ნოემბერს დაქორწინდნენ. მათ ჯვარი სვეტიცხოვლის ტაძარში დაიწერეს, სადაც ცერემონია ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. წყვილის ბედნიერება მათმა ოჯახებმა და ახლობლებმა გაიზიარეს. ნანუკა ტაძრამდე მამამ მიაცილა. ნეფეც და პატარძალიც ეროვნულ სამოსში იყვნენ გამოწყობილები. ერთ-ერთი ფოტოსტუდიის Savemomentstudio „ფეისბუქ“-გვერდმა ჯვრისწერიდან ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნა. (ფოტოები)

„სვეტიცხოველი კი არა, მთელი ქვეყანა დახურა სააკაშვილმა…“

სვეტიცხოველში ბერა ივანიშვილის გუშინდელ ჯვრისწერას სოცქსელებში და მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წერდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი შვილის ქორწილისთვის სვეტიცხოველი დახურა. კრიტიკის პარალელურად, სოციალურ ქსელში განსხვავებული მოსაზრებებიც გამოითქვა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს. ნინა კობახიძე, სადაზღვევო კომპანიის ხელმძღვანელი: „სვეტიცხოველი კი არა, მთელი ქვეყანა დახურა სააკაშვილმა, შერონ სტოუნობა გამახსენდა უცებ, აივნიდან რომ ვერ გადმოიხედებოდი და თან ფული უნდა ჩაგვეტანა […]

ლევან კბილაშვილის გამოსვლა რუსულ „ვოისში“ – „ეს მხოლოდ დასაწყისია!..“

„ჯეოსტარის“ მონაწილე ლევან კბილაშვილი ამჟამად რუსეთშია, სადაც ბედი რუსულ „ვოისში“ სცადა. ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ლევანმა ორი ქართული სიმღერა შეასრულა და ჟიურის წევრების გული მოიგო, მათ შორის გახლდათ ცნობილი პროდიუსერი და კომპოზიტორი, კონსტანტინე მელაძე, რომელიც მომღერალს შემოუტრიალდა და ლევანი სწორედ მის გუნდში აღმოჩნდა. ლევანმა სამადლობელო სიტყვები გამოაქვეყნა მხარდამჭერების მისამართით: „მე დღეს ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ! […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ზუკა ხუციშვილი: „გიოს პროექტებს გავაგრძელებ, იმედს არ გავუცრუებ…“

„პროფილის“ გუშინდელი გადაცემა გიო ხუციშვილის ხსოვნას მიეძღვნა. პოპულარული ქართველი შემსრულებელი მცირე ხნის წინ გარდაიცვალა და უამრავ ახლობელსა თუ უცნობ ადამიანს დასწყვიტა გული. გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე მას ვარსკვლავი გაუხსნეს. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გიო ხუციშვილი სცენაზე ფეხზე ვეღარ დადგა… ის მსმენელს დაემშვიდობა და კოლეგებსაც, რომლებმაც იმ დღეს მასთან ერთად დუეტები შეასრულეს… „პროფილთან“ გიო ხუციშვილმა მისმა […]

„ოქროს ტალღა 2018“ – წლის სიმღერის დაჯილდოების ყველა დეტალი

„ოქროს ტალღა 2018“ დასრულდა. რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გუნდის მუხლჩაუხრელი შრომა ბოლო თვეების განმავლობაში, 15 ნომინაცია და 15 გამარჯვებული, წითელ ხალიჩაზე პოზირება ფოტოგრაფების წინაშე, ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ნიკოლოზ რაჭველისა და ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობა, „ფორტუნას“ ახალი და ძველი სახეები, სპეციალური სტუმრის სტატუსით „გრემის“ მფლობელი ლიზა ფიშერის გამოჩენა სცენაზე, ღიმილიც და ცრემლიც ერთ ღონისძიებაზე – ეს ყველაფერი „ოქროს […]

„მხოლოდ ქართული“ წლის საუკეთესო ტელეპროექტია

„ოქროს ტალღის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 26 ივნისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. უამრავი ქართველი ვარსკვლავი, 15 ნომინაცია, საინტერესო გამოსვლები ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად – უამრავი ეპიზოდი გუშინდელი საღამოდან „ოქროს ტალღის“ ისტორიაში ჩაიწერა. გამორჩეული იყო ეს დღე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვისაც, არხი მისი ბოლოდროინდელი რეიტინგული პროექტისთვის დაჯილდოვდა – „მხოლოდ ქართული“ მაყურებლის რჩეულიც გახდა და „ოქროს ტალღისაც“. ჯილდოს […]

„ოქროს ტალღის“ ჩაცმულობები – წითელი ხალიჩა და დომინანტი შავი ფერი

წლის სიმღერის დაჯილდოება, „ოქროს ტალღა“ წელს მეხუთედ გაიმართა და თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, 26 ივნისს, გრანდიოზულად აღინიშნა. საღამოს რვა საათიდან წითელ ხალიჩაზე უამრავი ქართველი ვარსკვლავი შეიკრიბა. მათ მრავალრიცხოვანი ფოტოგრაფების წინ პოზირება დაიწყეს და რასაკვირველია, საკუთარი ჩაცმულობით ყურადღებაც მიიპყრეს. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ წლევანდელ „ოქროს ტალღაზე“ დომინანტი ქართველების საყვარელი ფერი, შავი იყო. გთავაზობთ ვარსკვლავების ჩაცმულობებს წლის […]

დღეს „ოქროს ტალღის” დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

დღეს, 26 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა” წარმოგიდგენთ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიას „ოქროს ტალღა”. ის უკვე მეხუთე წელია იმართება. გრანდიოზული ღონისძიებით არა მხოლოდ კონკურსის, არამედ რადიო „ფორტუნას” იუბილეც აღინიშნება, მას დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. კომპეტენტური ჟიურის გამოკითხვის შედეგად, დღეს საღამოს, ცერემონიაზე, დასახელდებიან 14 ნომინაციაში გამარჯვებულები, მათ შორის იქნება მთავარი პრიზის, წლის სიმღერის მფლობელიც. […]

რეკლამა