წლის მთავარი მუსიკალური დაჯილდოება „ოქროს ტალღა 2019“ 11 ივნისს გაიმართება

წლის მთავარი მუსიკალური დაჯილდოება „ოქროს ტალღა 2019“ 11 ივნისს გაიმართება

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერ დაფუძნებული მუსიკალური დაჯილდოება „ოქროს ტალღა“ წელს მეექვსედ გაიმართება. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 11 ივნისს „წლის სიმღერის“ კატეგორიის გამარჯვებული და კიდევ 14 ნომინაციის მფლობელი გამოვლინდება. 15 კატეგორიიდან მხოლოდ ერთს ავლენს ხალხი და ეს გახლავთ ინტერნეტრჩეულის ნომინაცია, რომლისთვისაც უკვე ამოქმედდა საიტი www.goldenwave.ge, სადაც ჩამონათვალში წლის განმავლობაში რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ოთხივე რადიოსადგურში, „ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, „არ დაიდარდო“ და „ავტორადიო“ შესული უკლებლივ ყველა სიმღერაა განთავსებული. ხმის მიცემაც სწორედ ამ საიტზე შეგიძლიათ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ ერთ ნომინაციაში გამარჯვებულს ავლენს.

რაც შეეხება სხვა 14 კატეგორიას, მათ შორის მთავარ ჯილდოს, კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ უკვე დაიწყო მუშაობა. როგორც წინა წლებში, ახლაც, ჟიურის ვინაობა 11 ივნისამდე გასაიდუმლოებული იქნება.

საგულისხმოა, რომ თითო კატეგორიას სამი ნომინანტი ეყოლება და 14 კატეგორიისთვის ამ სამეულსაც ჟიური შეარჩევს. დადგენილია შესაბამისი კრიტერიუმებიც, რომელთა შორისაა აქტივობები მთელი წლის განმავლობაში, ნახვები სოციალურ ქსელში, მოთხოვნა რადიოეთერებში და ა.შ. სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულებს, ჟიურისთან ერთად, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მუსიკალური ხელმძღვანელებიც შეარჩევენ.

ღონისძიება „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაეცემა. მას ეყოლება 6 წამყვანი, ყველა მათგანი რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ სახეა. გამარჯვებულები საზეიმო ვითარებაში გამოვლინდებიან. გამარჯვებულებს ჯილდოს გადასცემენ საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი სახეები.

დამსწრე საზოგადოებას რადიოჰოლდინგ „ფორტუნასგან“ დიდი მუსიკლაური სიურპრიზი ელოდება. წლევანდელი „ოქროს ტალღა“ ლეგენდარულ ჯგუფს „ქუინს“ ეძღვნება, ამიტომ ღონისძიების სპეციალური სტუმარი იქნება კანადელი მუსიკოსი მარკ მარტელი, რომელიც ფრედი მერკურის შემდეგ, მისი სიმღერების ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნევა. ის ბრაიან მეიმ აღმოაჩინა. მარკ მარტელს ჯგუფ „ქუინთან“ ერთად მონაწილეობა აქვს მიღებული პროექტში „ქუინ ექსტრავაგანსა“. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ მარკ მარტელი მიიწვიეს „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ მფლობელი, 2018 წლის მთავარი მუსიკალური ფილმის, „ბოჰემური რაფსოდიისთვის“ კომპოზიციების ჩასაწერად. არაერთხელ აღინიშნა, რომ მუსიკალური თვალსაზრისით ფილმი უნაკლოა, რაც სხვებთან ერთად, მარკ მარტელის დამსახურებაცაა. მან თავისი ნამღერით ბრწყინვალე მომღერალი, სელინ დიონიც კი გააკვირვა. „ოქროს ტალღის“ მსმენელს მარტელის მოსმენის საშუალება 11 ივნისს ექნება. ამავე დღეს ამოვლინდება 15 სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულიც.

სიახლეები/

|

April 15, 2019 / 1:10 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

როგორ ემზადება „ბლექ სი არენა“ გრანდიოზული გახსნისთვის – „ბლექ აიდ ფისის“ სპეციალური შესრულება ქართველებისთვის

16 ივნისს, ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ „ბლექ სი არენას“ მეოთხე სეზონს გახსნის. 2019 წლის კონცერტების ჩამონათვალი შთამბეჭდავია, გახსნის შემდეგ აგვისტოში ჯესი ჯეის და 30 seconds to mars-ის კონცერტები გველოდება, კიდევ ორი არტისტიც დაანონსდება და იქნება ასევე ქართული პროექტებიც. „ბლექ აიდ ფისთან“ ექსკლუზიური ინტერვიუ „იმედის კვირამ“ ჩაწერა. ჯგუფის სამივე წევრმა ბევრი ისაუბრა საქართველოში კონცერტის მოლოდინებთან […]

ქართველი მომღერლები, მსახიობები და მოდელები თანამდებობებზე

ახლახან ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა. მისმა ამ თანამდებობაზე დანიშვნამ საზოგადოებაში დიდი ინტერესი და ვნებათაღელვა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ხელოვანი პოლიტიკაში მიდის. საქართველოს ისტორიას, და არამარტო, არაერთი შემთხვევა ახსოვს, როცა პოლიტიკაში სხვადასხვა დროს სხვადასხვა რანგის ხელოვანი მიდიოდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში განსაკუთრებული წარმატება, ამა თუ იმ პოზიციაზე, არც […]

რა გელოდებათ „ბლექ სი არენაზე“ 16 ივნისს? – დაათვალიერეთ რუკა

16 ივნისს, „ბლექ სი არენას“ მეოთხე სეზონს ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ გახსნის. შოუს ორგანიზატორები ბოლო შტრიხებს ავლებენ, ტექნიკურად  უკვე ყველაფერი მზადაა. „ბლექ სი არენა“ აქვეყნებს ღონისძიების რუკას, სადაც მონიშნულია ყველა ის წერტილი, რომელმაც შესაძლოა, დაგაინტერესოთ. მათ შორისაა სიახლე, რომელსაც წელს გვთავაზობენ  – არენის გარე ტერიტორიაზე განთავსებული იქნება სცენა, სადაც მას შემდეგ, რაც ტერიტორიის კარი […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მარკ მარტელი: „დიდი მადლობა, საქართველო!..“

კანადელი შემსრულებელი, მარკ მარტელი საქართველოს „ოქროს ტალღის“ დაჯილდოების ცერემონილზე, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მოწვევით ესტუმრა. მან თბილისში ორი დღე დაჰყო, მენეჯერებთან და მეუღლესთან ერთად. უცხოელმა სტუმრებმა საქართველოში მიღებული ემოციების გამო აღფრთოვანება ვერ დამალეს. მარკ მარტელმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე არაერთი ფოტო თუ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში სტუმრობის შესახებ დადებით კონტექსტში ისაუბრა. მარკმა დიდი მადლობა გადაუხადა ქართველ მსმენელს თბილი […]

„ოქროს ტალღა“ და მის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი სოციალურ ქსელებში

„ოქროს ტალღა“ დასრულდა, მაგრამ აჟიოტაჟი მის გარშემო არ წყდება. წლევანდელი წელი ძალიან პოპმეზური, საინტერესო და მუსიკალურად დატვირთული გამოვიდა. დამსწრე საზოგადოებას არ განელებია ის აღფრთოვანება, რაც რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერ ორგანიზებული წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიაზე „ქუინის“ სიმღერების საუკეთესო შემსრულებლის, მარკ მარტელის პერფორმანსმა გამოიწვია. წლის სიმღერის ტიტული მოიპოვა ანრი ჯოხაძის სიმღერამ„ ცივი ნოემბერი“, რომელიც ნიკა ჩერქეზიშვილის ტექსტზე შეიქმნა. […]

მარკ მარტელი რადიო „ფორტუნაში“ სტუმრობას „ფეისბუქ“-პოსტით გამოეხმაურა

„დღევანდელი ინტერვიუ რადიო „ფორტუნასთან“, – ასეთი წარწერით აქვეყნებს კანადელი მუსიკოსი მარკ მარტელი საკუთარი ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე რადიო „ფორტუნას“ სტუდიაში გადაღებულ ფოტოს. ის ამჟამად რადიოჰოლდინგში იმყოფება, სადაც იტნერვიუ მისცა თათა სადრაძეს, აგდაცემაში „არტ FM“. შეგახსენებთ, რომ მარკ მარტელი საქართველოში გუშინ ღამე ჩამოვიდა. დღეს დილას მან მიიღო მონაწილეობა „ოქროს ტალღის“ პრესკონფერენციაში, რომელიც სასტუმრო „ვინდჰემ გრანდში“ გაიმართა. შემდეგ „ბრავო […]

ხუმრობით დაწყებული პროექტი,რომელიც წლევანდელი „ოქროს ტალღის“ ნომინანტია

„ოქროს ტალღა“-ზე წლის დებიუტის ნომინაციაში რადიო „ფორტუნას“, „ავტორადიოს“ და „ფორტუნა პლუსის“ წამყვანების, ნიკა კაციას, გვანცა გადაბაძისა და ნიკო ცალანის მიერ შექმნილი Project O სიმღერით „არ მახსოვს“ ნომინანტების სამეულშია. წამყვანებისთვის ეს დიდი მოულოდნელობა და სიხარული იყო. საახალწლოდ სპონტანტურად შექმნილი სიმღერა, რომელიც თავიდან უბრალო ხუმრობად იყო ჩაფიქრებული, ბევრისთვის აღმოჩნდა მოსაწონი, მათ შორის, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიურისთვისაც. წლის სიმღერის […]

მარკ მარტელი: „სიამოვნებით გავსინჯავ ქართულ სამზარეულოს და დავათვალიერებ ღირსშესანიშნაობებს“

კანადელი შემსრულებელი, რომელიც „ქუინის“ სიმღერების საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნევა და ფილმის „ბოჰემური რაფსოდია“ მუსიკალურ ნაწილში საკუთარი წვლილი აქვს შეტანილი, საქართველოს სტუმრობს. ის თბილისში რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიწვევით, წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. „ოქროს ტალღაზე“, რომელიც 11 ივნისს, თბილისისა და ოპერის ბალეტის თეატრში იმართება, „ქუინის“ რეპერტუარიდან საუკეთესო სიმღერები შესრულდება მარკ მარტელის მიერ, თუმცა მასთან ერთად სცენაზე გორის ქალთა გუნდი და თბილისის […]

რეკლამა