“ნანი – სცენის დედოფალი” – ამ სახელწოდებით 16 აგვისტოს, “ბლექ სი არენას” სცენაზე ისტორიული კონცერტი გაიმართა. 83 წლის ლეგენდარული ქართველი მომღერალი, ნანი ბრეგვაძე თავისი შესანიშნავი რეპერტუარის ახლებური, ნიკოლოზ რაჭველის მიერ შექმნილი ორიგინალური ვერსიებით, სავსე დარბაზის წინაშე წარდგა.
ამ კონცერტის მუსიკალური ნაწილის შესახებ ცალკე სტატიაში მოგიყვებით, მაგრამ ქალბატონი ნანის პირველი შემოსვლა სცენაზე ისეთი ეფექტური იყო, რომ ცალკე აღნიშვნის ღირსია.
ნანი ბრეგვაძის გემოვნება და სტილის შეგრძნება რომ სამაგალითოა, ამაზე არავინ დაობს. მის გარდერობს კიდევ ერთი ულამაზესი და თვალისმომჭრელი კაბა შეემატა, რომლითაც ის კონცერტზე პირველ განყოფილებაში წარდგა. მაყურებელმა მისი კაბის გამო აღფრთოვანება ვერ დამალა. როგორც ყოველთვის, ნანი ბრეგვაძემ სტილის გაკვეთილი ჩაგვიტარა.
როგორც შევიტყვეთ, ეს კაბა მას დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა შეუქმნა. მომღერალმა მადლობა მას მოგვიანებით გადაუხადა, როცა დათუნა კონცერტის შემდეგ მასთან მისალოცად მივიდა…
August 17, 2018 / 1:30 pm
ნიკა გვარამია „საქართველოს ვარსკვლავს“ აკრიტიკებს. მისი არხის ყოფილი მთავარი პროდიუსერების, დემნა ჯაფარიძისა და გიორგი ხაბურზანიას პროექტი, რომელიც ამჟამად „პირველ არხზე“ გადის და „ევროვიზიისთვის“ ქართველ კონკურსანტს არჩევს, გვარამიას აზრით, „მხოლოდ ქართულის“ ჩინური ვერსიაა. გთავაზობთ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტს ამ თემაზე: „მხოლოდ ქართული” made in China სირცხვილი და თავის მოჭრა. “საქართველოს ვარსკვლავი” კი არა, “მხოლოდ ფანდური” […]
მსახიობი, ია ფარულავა კვლავ არ ერიდება თამამი განცხადებების გაკეთებას და სოციალური ქსელის მეშვეობით იმ ადამიანებს ეხმაურება, რომლებიც მის მიმართ ჩაცმულობის გამო კრიტიკულები არიან. მსახიობი აღნიშნავს, რომ საზოგადოების ნაწილი მას ჭკუას არიგებს: „ჭკუას მარიგებენ – ამდენი ყვავილები სამოსზე ამდენი გუჩი და დოლჩე არ გინდა ტეხავს-ო ვინ გეკითხებათ ნეტა? ალბათ, დაგავიწყდათ ჩემი ძველი სლოგანი – ვისაც რისი […]
ოთო ნემსაძე „დორსში“ კონცერტს მართავს. ღონისძიება 21 თებერვალს, საღამოს ათ საათზეა დაგეგმილი. კონცერტის წამყვანი ნანკა კალატოზიშვილი იქნება. ოთოს სცენაზე შეუერთდებიან მომღერლები და კოლეგები, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, თიკა ამხალდიანი, გოგა მესხი, ზურა მოსიავა, მებო ნუცუბიძე. ოთო შეასრულებს სიმღერებს საკუთარი რეპერტუარიდან, ასევე მსოფლიო ჰიტებს. შეგახსენებთ, რომ ოთო ამჟამად „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობს და „ევროვიზიის“ საგზურისთვის იბრძვის. მუსიკალური […]
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნანი ბრეგვაძე შვილიშვილის, ლევანის ვაჟს, ნიკოს დაბადების დღეს ულოცავს. პატარას მშობლები, ლევანი და ფუფა ტორტით ხელში არიან, ხოლო ქალბატონი ნანი, სხვებთან ერთად სიმღერას ასრულებს. ნანი ბრეგვაძე, როგორც ყოველთვის, ამ ვიდეოშიც შესანიშნავად გამოიყურება. მომღერალს ასაკი არ შეეტყო და მუდამ ფორმაშია. (ფოტო/ვიდეო)
83 წლის ლეგენდარული ქართველი მომღერალი, ნანი ბრეგვაძე ეკრანზე კვლავ ბრწყინვალე ფორმაში გამოჩნდა. „მხოლოდ ქართულის“ 3 დეკემბრის ცოცხალ კონცერტზე შემსრულებელი ჟიურის გასაიდუმლოებული წევრი გახლდათ, რომლის ვინაობაც ეთერამდე მცირე ხნით ადრე შევიტყვეთ. 83 წლის ნანი ბრეგვაძე იმდენად კარგად გამოიყურება, რომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, ასაკი მხოლოდ რიცხვია, დანარჩენი ყველაფერი კი ქალის მონდომებაზეა დამოკიდებული. როგორც ყოველთვის, ნანის ჩაცმულობამ ახლაც […]
მალე ვაჟა აზარაშვილის სიმღერას ნანი ბრეგვაძესთან ერთად სტეფანე წარმოგვიდგენს. ვერსია და არანჟირება ნიკოლოზ რაჭველს ეკუთვნის, მონაწილეობენ პაატა ანდრიაძე, ზაზა ცერცვაძე, ლევან დეისაძე და უჩა მეტრეველი, ანუ იმ ბენდის წევრები, რომლებიც სტეფანესთან ერთად თითქმის ყველა ბოლოდროინდელ ჩანაწერზე მუშაობდნენ, ასევე საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და პიანისტი ბექა გოჩიაშვილი. სტეფანემ ჩაწერაზე გადაღებული ფოტოები ახლახან განათავსა სოციალურ ქსელში, ასევე […]
25 ივლისს, მწერალთა სახლში ნანი ბრეგვაძის პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას მომღერალთან ერთად დაესწრნენ: ეკა მამალაძე, ნიკოლოზ რაჭველი, Artists Union-ის სამხატვრო ხელმძღვანელი, თეო ჯორბენაძე, ეროვნული მუსიკალური ცენტრის გენერალური დირექტორი, ნინო ნახუცრიშვილი, მარინა ბერიძე, „ბლექ სი არენას“ დირექტორი, ანი კავლელიშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე, „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ხათუნა კაკაბაძე. 16 აგვისტოს, „ჩექ […]
სტეფანე მღებრიშვილი აქვეყნებს ნანი ბრეგვაძის კონცერტის ანონსს და აღნიშნავს, როგორი ბედნიერია, რომ მასთან ერთად დუეტის შესრულების საშუალება მიეცემა. შეგახსენებთ, რომ კონცერტი „ბლექ სი არენაზე“, 16 აგვისტოს არის ჩანიშნული. ღონისძიების სპეციალური სტუმარი გახლავთ „გრემის“ მფლობელი ამერიკელი მესაყვირე, კრის ბოტი. მონაწილეებს შორის კი საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრია, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. მარესტრო ნიკოლი საინტერესო სიურპრიზებს ამზადებს მსმენელებისთვის. როგორც […]