ვინ არის გიორგი შარვაშიძის შეყვარებული?

ვინ არის გიორგი შარვაშიძის შეყვარებული?

წარმატებული მსახიობი, გიორგი შარვაშიძე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩნდა. ბავშვობიდან მოყოლებული ბევრი განსაცდელი გამოიარა, მაგრამ გამოცდილებამ მხოლოდ გააძლიერა. ბავშვობაში სურდა ბერი გამხდარიყო, სტიქაროსანიც იყო პატრიარქთან, მაგრამ ასაკთან ერთად, სხვა ინტერესებიც გაუჩნდა და საბოლოოდ მსახიობობა აირჩია. პირველი ნაბიჯი სამსახიობოსკენ კრახით დასრულდა, თეატრალურში პირველ გამოცდაზე ჩაიჭრა. სერიალში გამოჩენამ პროფესიული განახლება მოახდინა, ხალხის დადებითი გამოხმაურება მას ბედნიერებას ანიჭებს.

რაც შეეხება გიორგის პირად ცხოვრებას, ის ბედნიერია, რადგან არის იმ ადამიანთან, რომელიც ძალიან უყვარს. მისი რჩეული ასევე მსახიობი, სერიალ „ხელოვნური სუნთქვის“ ლიკას (ზურა ყიფშიძის შვილი) როლის შემსრულებელი – ნატალია გაბისონიაა. „თუ ნატალიას რამე ისეთი სცენა აქვს, სიხარულით არ ვგიჟდები, პატარა რაღაცეებზე კი სუნთვა მეკვრება“.

„სანამ სერიალი დაიწყებოდა, მილანსა და პარიზში მოგზაურობას ვგეგმავდით. ხომ წარმოგიდგენიათ, მილანი და  შემდეგ პარიზი შეყვარებულისთვის რა არის. მაგრამ, ამ დროს მითხრეს, რომ სერიალში როლზე დამამტკიცეს და იმ დღეებში, როცა უნდა გვემოგზაურა, გადაღებები მაქვს“ – ამბობს მსახიობი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას.

სიახლეები/

|

November 15, 2016 / 12:31 pm

TOP სიახლეები

მოტყუებული სტეფანო გაბანა – ნახეთ როგორ გამოიყურებოდა გოგონა, რომლითაც იტალიელი დიზაინერი დაინტერესდა?

ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა სტეფანო გაბანამ ინსტაგრამზე, ქართველი მოდელის, მარიამ შუკაკიძის ფოტოები გააზიარა, რომელიც აღმოჩენა მხოლოდ იტალიელი დიზაინერისთვის არ იყო, გოგონამ ქართველებიც აღაფრთოვანა. ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს ულამაზესი გოგო, "მის ბიკინი“ 2014-ის კონკურსანტი, მარიამ შუკაკიძე იყო. გოგონა, რომელიც საქართველოში ჟიურიმ საუკეთესოდ არ აღიარა სტეფანო გაბანამ შეამჩნია.

ვინ არის სტეფანო გაბანას რჩეული ულამაზესი ქართველი გოგონა? (ფოტოები)

დიზაინერმა სტეფანო გაბანამ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე, ქართველი გოგონას, მარიამ შუკაკიძის ფოტო გამოაქვეყნა და მონიშნა კიდეც. მარიამი ბათუმელია, ფოტოს მონიშვნის შემდეგ საკმაოდ პოპულარული გახდა და უფრო მეტიც, ის მილანში ფოტოსესიაზე მიიწვიეს.

სად შეხვდნენ ბახვა ბრეგვაძე და ლეტიცია კასტა ერთმანეთს?

"მოგზაურობისას შემთხვევით, ქუჩაში შემხვდა ლეტიცია კასტა, მაღაზიიდან გამოვდიოდი და რომ დავინახე, მივედი და გავიცანი. ასეთ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი? ვუთხარი რომ ძალიან მომწონს და მისი კოლეგა ვარ საქართველოდან. საქართველოს შესახებ ჰქონდა ინფორმაცია და მესაუბრა კიდეც ამის შესახებ. უამრავი კომპლიმენტი ვუთხარი და ფოტოც გადავიღეთ“ - განუცხადა ბახვამ ჟურნალ „თბილისელებს“.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნანუკა გულუა მაყურებელს დახმარებას სთხოვს

„ჩემო ტკბილო და თბილო მეგობრებო, 1 კვირით მჭირდება შავი, მუქი სერი ან მუქი ყავისფერი უძვირფასესი ბეწვის ქურქი! შეხსენით მზითვები და არ დაინანოთ დოჩიკოსთვის“.

კვაზი მანტკავას როლის შემსრულებელი, ტრეფიკინგის მხვერპლი გახდა

"1999 წელს გავემგზავრე ესპანეთში, ტრეფიკინგის მსხვერპლი ვარ. სამუშაოს გპირდებიან, ფულს გძალავენ, ქვეყნიდან გახვალ და ქუჩაში რჩები. საქართველოდან 56 კაციანი ჯგუფი „გაიჭედა“ მოსკოვში. ბარსელონამდე 36 ჩავედით. გაგვიმართლა, რომ ბოლომდე არ გაგვწირეს და კარიტასის კართან დაგვტოვეს. ფიზიკურად ვშრომობდი, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა დალაგდა ყველაფერი“ - იხსენებს მსახიობი.

“ჩემი ცოლის დაქალების“ ბაქარიმ მამის გვარზე უარი თქვა

"ჩემი და - ძმის გვარზე გადავედი, იმიტომ, რომ ასე ჩავთვალე საჭიროდ. ვიზრდები ალეკოსთან, ის მზრდის და მინდოდა, მცირედით მაინც დამეფასებინა მისი ამაგი, რაც მას ჩემზე აქვს და რომელიც ძალიან ბევრი წელია გრძელდება. ვიფიქრე, გვარის შეცვლა იქნებოდა ნაბიჯი ჩემი მხრიდან, რომლითაც მისდამი მადლიერებას გამოვხატავდი. ამიტომაც შევიცვალე და მის გვარზე გადავედი. მამაშვილური ურთიერთობა სინამდვილეში მასთან მაქვს“ - ამბობს მსახიობი ჟურნალ "თბილისელებთან“ საუბრისას.

რატომ დადის კრივზე ნატა ბერეჟიანი?

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი, ნატო კაკაჩიას როლის შემსრულებელი – ნატა ბერეჟიანი, უკვე 2 თვეა რაც კრივში ვარჯიშობს და ამით დიდ სიამოვნებას იღებს, რადგან კრივი ანტისტრესული და კარდიო ვარჯიშია.

“ჩემი ცოლის დაქალების“ ლუნა შეყვარებულია

ქეთი ხუციშვილი მაყურებელმა სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ გაიცნო, სადაც ის ლუნას როლს ასრულებს. მისი პერსონაჟი გამოჩენისთანავე პოპულარული გახდა და ხალხში დიდი სიყვარულით სარგებლობს.

რეკლამა