ვიდეო: შორენა ბეგაშვილმა აღიარა, რომ დავით ბაგრატიონისგან ორსულად იყო და აბორტი გაიკეთა

0
557

შორენა ბეგაშვილმა ია ფარულავას გადაცემაში სკანდალური რამ აღიარა. მან ფარული კონვერტი გახსნა და თქვა, რომ ის ფეხმძიმედ იყო დავით ბაგრატიონისგან, რომელთანაც რომანი აკავშირებდა.
შორენა ბეგაშვილი:
ეს ამბავი იყო მაშინ, როდესაც მე წამოსული ვიყავი მეფისგან და აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი. კი, ჩვენ გვქონდა სექსი… ვფიქრობ, მაშინ საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე, რადგან თავად ვიყავი არასასურველი და რა ერქმეოდა ჩემს შვილს? საკმაოდ დიდი ნაყოფი იყო და არ გამიკეთეს ჩვეულებრივ კლინიკაში, გავიკეთე სადღაც… მაშინ ვთქვი, რომ არასდროს გავაჩენდი ბავშვს. სადღაც მეოთხე თვეში ვიყავი. ევას მერე რომ მეკითხებიან, რატომ არ აჩენო, ეს მხოლოდ მე ვიცი. ეს ამბავი დავით ბაგრატიონმა არ იცის და ახლა პირველად გაიგებს. ახლა რა რეაქცია ექნება?.. მაშინ იმდენად უნდოდა მეფობა და იმდენად იყო აღტკინებული, რომ მე ვერ გავუფუჭებდი. ათასი ჭორი გავრცელდა, რომ მიგზავნილი აგენტი ვიყავი, მაგრამ ჩვენ სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა. ათასი მიზანი ჰქონდა. ამ ბავშვით უკან დავხევდი. ბავშვი სიყვარულით უნდა გაჩნდეს…

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here