ვიდეო: როგორ ცეკვავს ოთო ფოლადაშვილი დასთან ერთად ტანგოს

ვიდეო: როგორ ცეკვავს ოთო ფოლადაშვილი დასთან ერთად ტანგოს

“პროფილის” მაყურებლისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა ის, რომ ცნობილი მოცეკვავის, ოთო ფოლადაშვილის და, თაკო, ასევე ძალიან კარგად ცეკვავს. როგორც მან მაია ასათიანთან საუბრისას გაიხსენა, თავდაპირველად სწორედ თავად სურდა სამეჯლისო ცეკვებზე სიარული და ოთოც მასთან ერთად აღმოჩნდა იქ, შესაბამისად, თაკოს დამსახურებაა, რომ ოთო ფოლადაშვილმა ცეკვა დაიწყო.

და–ძმამ ტანგო ერთად შეასრულა და მათ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ვიდეო ერთ ღამეში 80000–ზე მეტმა ადამიანმა ნახა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

სიახლეები/

|

June 26, 2020 / 12:59 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ფოტოგალერეა: როგორი სტილი მოირგეს “დიდი სცენის” წამყვანებმა მეორე ლაივკონცერტზე

“დიდი სცენის” წამყვანების ჩაცმულობაზე ატელიე “მაკრატელი” ზრუნავს. “რუსთავი 2”-ის მუსიკალური მეგაპროექტის მეორე ლაივკონცერტზე წამყვანები გამორჩეულად იყვნენ შემოსილები. თიკა ფაცაციამ ორიგინალური ფორმის ვარდისფერი კაბა მოირგო, არჩილ სოლოღაშვილმა ვარდებით გაფორმებული პერანგი და შარვალი, ნოდიკო ტატიშვილმა – პიჯაკი და შარვალი, ხოლო მაკო კვიტაიშვილმა მოტკეცილ ტყავის ქვედაბოლოს კრემისფერი როლინგი შეუხამა. (ფოტოები)

ლელა წურწუმია ახალ ვიდეორგოლს იღებს

ლელა წურწუმია სამუშაო გრაფიკს აქტიურად დაუბრუნდა. მომღერალმა ახალი სიმღერა „ბრავო რექორდსში“ ჩაწერა. მისი პრემიერა ლელა წურწუმიას ოფიციალურ „იუთუბ“-არხზე შედგება 15 ივლისს. სიმღერის სახელწოდებაა „წვიმიან დღეს“ და ის შემსრულებელმა holy moly-სთან ერთად ჩაწერა. ამასთანავე, უკვე მზადდება ვიდეორგოლი ახალ სიმღერაზე. ლელა წურწუმია რეჟისორ ნესტან სინჯიკაშვილთან თანამშრომლობს.

ვიდეო: ბერა და ნანუკა ქართულ ეროვნულ სამოსში

ბერამ და ნანუკამ “ტიკ-ტოკზე” ახალი ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც თავიანთ პატარასთან, ბერუკასთან ერთად არიან გადაღებულები.ისინი ვიდეოში ქართულ ეროვნულ სამოსს ირგებენ. (ვიდეო)

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ოთო ფოლადაშვილის გამაოგნებელი პერფორმანსები “ტიკ-ტოკზე”

ოთო ფოლადაშვილი “ტიკ-ტოკზე” ძალიან საინტერესო ვიდეოებით წარდგა. მან სოციალურ ქსელში ჯერ განათავსა თავისი პირველი ვიდეო ამ პლატფორმისთვის, სადაც გამაოგნებელ პერფორმანსს გვთავაზობს, შემდეგ კი ერთგვარი გამოწვევაც შემოგვთავაზა და ხელების გამორჩეული პერფორმანსიც შემოგვთავაზა, სადაც ძალიან სწრაფად, ერთი-მეორეს მიყოლებით აკეთებს სხვადასხვა მოძრაობას ხელებით და სხვებსაც მოუწოდა ამ გამოწვევაში ჩართვისკენ. (ვიდეო)  

ოთო ფოლადაშვილი: „ირინკას არ ვაძლევ საშუალებას, რომ რამე არ გამოუვიდეს, ვაწამებ და ვაწვალებ!..“

ოთო ფოლადაშვილი და ირინკა კავსაძე – „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი საუკეთესო წყვილია ამ სეზონზე. წინ პროექტის ნახევარფინალი და ფინალია. ირინკა და ოთო ყველა ჯერზე ახერხებენ მაყურებლის გაოცებას და შემდეგ ორშაბათსაც შეეცდებიან, ორიგინალური ილეთებით გააკვირვონ საზოგადოება. კაფე „ორანჟერეას“ ეზოში, რომელიც ულამაზესად არის მორთული საახალწლოდ, წყვილმა სიამოვნებით იპოზიორა ჩვენი ფოტოკამერის წინ… ერთ-ერთი ფავორიტი წყვილის ნომერსაც შეგახსენებთ: 0903300330. ირინკა, ოთო […]

ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი საერთაშორისო კონკურსის სამეულში შევიდნენ

საქართველოს პირველი წყვილი სპორტულ ცეკვებში ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი საერთაშორისო კონკურსის სამეულში გავიდნენ, მათ მესამე პოზიცია დაიკავეს და გახდნენ კონკურსის პრიზიორები. ოთო ფოლადაშვილმა ამ თემაზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც თავის მეწყვილეს მადლობა გადაუხადა. „კიდევ ერთი წარმატება მსოფლიო ასპარეზზე. პოლონეთში გაიმართა საერთაშორისო შეჯიბრი WDSF international open latin Zabrze 2018 , სადაც მონაწილეობდნენ მსოფლიოს საუკეთესო წყვილები. 51 […]

ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი 91 წყვილიდან ათ საუკეთესოში დაასახელეს

ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი ჩელიაბინსკში მსოფლიო სპორტული ცეკვების ფედერაციის მიერ ჩატარებულ მორიგ ტურნირში მონაწილეობდნენ, რომელიც ლათინურ ცეკვებში იმართებოდა. ქართველი წყვილი შესანიშნავად გამოვიდა და 90 წყვილიდან ათეულში მოხვდა. ჯულიანამ და ოთომ მერვე პოზიციაზე დაასრულეს ტურნირი. შეგახსენებთ, რომ ოთო და ჯულიანა საქართველოს პირველი წყვილია. მათ ერთობლივი სტუდია აქვთ, სადაც მსურველებს ამეცადინებენ და სპორტულ ცეკვებს ასწავლიან.

ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი იტალიაში საერთაშორისო კონკურსის ოთხეულში მოხვდნენ (ფოტო+ვიდეო)

ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარ-გნარის წყვილი ბოლო პერიოდში უამრავ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს. მათ შორის ერთ-ერთი ახლახან იტალიაში, მილანში გაიმართა. ქართველი მოცეკვავე წყვილი საუკეთესო ოთხეულში დასახელდა.   ამის შესახებ თავად ოთომ დაწერა სოციალურ ქსელში და მეწყვილესაც მიულოცა წარმატება.   „WDSF INTERNATIONAL OPEN LATIN IN ITALY – ამ შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ წყვილები მსოფლიოს 13 ქვეყნიდან, ჩვენ ვიცეკვეთ […]

რეკლამა