ვიდეო: რატომ გააწამა თავისი ზედმეტი კილოგრამებით სალომე შარვაძემ ნანუკა გულუა

0
844

მსახიობები ნანუკა გულუა და სალომე შარვაძე „რუსთავი 2“-ის ეთერს ესტუმრნენ და გადაცემაში „დიდი ამბავი“ თავიანთ დიდი მეგობრობაზე ისაუბრეს.

სალომემ აღნიშნა, რომ წონის გამო კომპლექსები აქვს და ამით ნანუკაც შეაწუხა.

სალომე შარვაძე:

ბოლო პერიოდში ცოტა მოვიმატე. მაქვს კომპლექსი, კიდევ კარგი და არ ვჩნდები. მე და ნანუკა ერთად მოვხვდით კვარიათში. მთელი თბილისი იქ წევს და ვერავის გაექცევი. მე დავდივარ ისეთ ადგილას, სადაც არავინ არ არის.

ნანუკა:

126 კილო ვიყავი, ეს არ არის საიდუმლო და მაშინაც კი არ მქონდა პრობლემა. როგორც გამოიყურები, ისე უნდ აიცურაო. კარგი პუტკუჩა გოგო ვიყავი და არ მქონდა პრობლემა. ჩემს სიცოცხლეში მსგავსი არაფერი დამმართნია. ბოლო მომიღო, დედა, ჩემი სიკვდილი, როგორ წევხარო. უნდა გამამწაროს, რომ იქ სადღაც წავყვე… ისეთ დღეში ჩამაგდო, რომ მეგონა, რომ ვიყავი წყლის ვეშაპი და მეგონა, ყველა მე მიყურებდა. მე ვაქებდი, რა კარგი ხარ და რა ლამაზი ხარ-მეთქი. თვითონ გამანადგურა. მერე შემომთავაზა, პარეოებში შევუფითოთ და შიგნით ზღვაში შევათრიოთ შეზლონგებიო. დავწექით ტალღებში და… ტყლუპ, გადმოვცვივდებით საქონლებივით, ფეხზე არ ადგე, საშინელება ხარო… დამაკომპლექსა…

სალომე:

სულ მაქვს კომპლექსი, გოგონა რომ ზღვიდან ამოდის და ზღვა რომ მოაქვს… ფეხი დამრჩა თხელი და მხოლოდ ფეხს ხომ ვერ გამოვაჩენ? ამოხვალ პარეოს გარეშე და იტყვიან, უი, რა მოსვლიაო…

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here