„სიცრუის დეტექტორს“ მომღერალი და მსახიობი, ანდრია გველესიანი ესტუმრა დედასთან, საოპერო მომღერალ, თეა დემურიშვილთან ერთად. როგორც თეამ აღნიშნა, შვილის დატოვება მას და მის მეუღლეს ხშირად უწევდათ, რადგან თავად იტალიაში სწავლობდა, თუმცა ანდრიას წყენა სხვა რამეს უკავშირდება.
კითხვას, არის თუ არა ნაწყენი მშობლებზე, დადებითად უპასუხა, თუმცა დასძინა, რომ ეს წყენა ბავშვობაში იყო: „გავაცნობიერე, ვიცი, რაც არის ცხოვრება და ახლა აღარ ვარ ნაწყენი, ეს ბავშვობაში იყო. შეიძლება, ბევრი რაღაც მოხდეს ცხოვრებაში. დღემდე მათთვის არ დამისვამს კითხვა, რის გამო დაშორდნენ ერთმანეთს. საწყენი იყო ის, როცა უყურებ სხვა ბავშვებს, რომლებიც სრულფასოვან ოჯახში იზრდებიან“, ამ ფრაზის დასრულება მომღერალმა ვერ მოახერხა, რადგან თვალებზე ცრემლი მოადგა.
January 15, 2021 / 2:34 pm
მომღერალი ნუცა ბუზალაძე დიდ მოგზაურობაშია. მან რამდენიმე დღე მოსკოვში დაჰყო, ახლა კი ვიდეოებს სტამბოლში მყოფი აზიარებს. ის ერთ-ერთ ვიდეოში სტამბოლის ერთ-ერთ კარაოკეშია, სადაც ერთ-ერთ ცნობილ თურქულ სიმღერას ასრულებს. ვიდეოს ბოლოს ნუცამ ამ შესრულებისთვის ბრავო დაიმსახურა. (ვიდეო)
ხათუნა ჟორდანიამ გამოაქვეყნა ქალიშვილის, ანასტასია ხაჩიძის ინგლისურენოვანი ესსე, რომელიც გოგონამ დედას მიუძღვნა. ეს ჩანახატი ძალიან ემოციურია. ხათუნამ აღნიშნა: რადგანაც ჩემს შვილებს არ აქვთ ფბ, უნდა დავდო ანასტასიას ესსე, რომელიც რამდენიმე ხნის წინ დაწერა და დედის დღეს წამიკითხა. ალბათ მომკლავს, რომ გავასაჯაროვე, მაგრამ ვინც წაიკითხავს, მიხვდება, რომ ეს უნდა გამეკეთებინა!!!!!!“ გთავაზობთ მის სრულ ვერსიას: „მთელი ცხოვრების […]
გიგა კვენეტაძემ და გიორგი დათიაშვილმა ძველი რეპერტუარიდან ცნობილი სიმღერა „მინდა იყო ჩემი მზე“ აღადგინეს და ახალი არანჟირებით და დუეტში შემოგვთავაზეს. შეგახსენებთ, რომ სიმღერის მელოდიაც და ტექსტიც გიგა კვენეტაძეს ეკუთვნის, ხოლო თავად კომპოზიცია გიორგი დათიაშვილმა შეასრულა მრავალი წლის წინ და ამ სიმღერით დიდი პოპულარობაც მოიპოვა. ძველი კომპოზიციის ახალი ვარიანტი საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა. (ვიდეო)
მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი სოციალურ ქსელში მეუღლესთან, ასევე მსახიობ მაიკო ვაწაძესთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოს ავრცელებს. ფოტოში კარგად ჩანს მაიკოს მომრგვალებული მუცელი. წყვილი ქორწინებიდან სამი წლისთავზე პირველ შვილს ელოდება. ანდრია წერს: „თებერვლის 3 ქორწინებიდან 3 წელი და უკვე 3-ნი“ ფოტო: რეზი ქარცივაძე
ანდრია გველესიანმა საახალწლო „პროფილის“ მორიგ გამოშვებაში ჯგუფ „სეიშენის“ ძველი საახალწლო სიმღერის ახალი ვერსია შემოგვთავაზა. კომპოზიცია თავადაც გააზიარა და თოქშოუ „პროფილს“ და ყველას, ვინც ამ კომპოზიციის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა: „ახალი წელია დღეს ! აბა, შეაფასეთ ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს ჩემი ახალი ნამუშევრით ! ▫ ახალი წელია დღეს – სეიშენის სიმღერა ▫იდეის ავტორი – […]
„ნუცა-ნუცა ბუზალაძე, დელია, შენს ლოდინში გული გადამელია…“ – ანდრია გველესიანი სწორედ ასე უმღეროდა „ბლექ სი არენას“ საგრიმიოროში პარტნიორს სპექტაკლში „ჩხიკვთა ქორწილი“. ვიდეოში „ჩხიკვთა ქორწილის“ მოცეკვავეებიც მონაწილეობენ, რომელთა შორისაა შორენა ჯაფარიძე, სწორედ მან განათავსა ეს სახალისო ვიდეო სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ანდრია გველესიანი და ნუცა ბუზალაძ „ჩხიკვთა ქორწილში“ ზაქარასა და ქეთევანის როლებს ასრულებენ. ლეგენდარული მიუზიკლი წელს […]
ანდრია გველესიანი და ქეთი გომართელი ახალ დუეტს წარმოგვიდგენენ. 4 ივლისს, კლუბში 10/11 მედიისთვის სიმღერის პრეზენტაცია შედგება. გიგა აგლაძის და ჯგუფ “WIND” -ის ცნობილი სიმღერა „ლამაზი დღე” სრულიად ახალი ქავერ -ვერსიით „ბრავო რეკორდსში“ ჩაიწერა, ვერსიის ავტორია ალეკო ბერძენიშვილი. ანდრია და ქეთი სიმღერაზე ვიდეორგოლსაც შემოგვთავაზებენ. კლიპის გადაღება სექტემბერში იგეგმება.
მომღერალი და მსახიობი ანდრია გველესიანი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც 20 ივნისის მშვიდობიან აქციაზე მივიდა, თუმცა მოვლენები, როგორც იცით, სხვაგვარად განვითარდა და პოლიციამ შეკრებილი მანიფესტანტები ძალის გამოყენებით დაშალა. გთავაზობთ ანდრია გველესიანის პოსტს ამ თემაზე: „არადა, მშვიდობიან აქციაზე მივედით! მისული 10000 კაციდან ალბათ 200 კაცამდე აწვებოდა სპეცრაზმს ( ესროდა ბოთლებს), რაც პირადად ჩემთვის მიუღებელი იყო და […]