ვიდეო: მასტერის და კაბუს ახალი დუეტი

ვიდეო: მასტერის და კაბუს ახალი დუეტი

საფრანგეთიდან დაბრუნებული მსახიობი, რეპერი კახა აბუაშვილი,იგივე კაბუ ქართულ სცენაზე ბრუნდება. მან ზაფხულის განმავლობაში რამდენიმე წარმატებული კლუბური კონცერტი გამართა, ახლა კი, ქართველი მსმენელის განებივრებას ახალი კომპოზიციებითაც აპირებს.

ახლახან პოპულარულ რეპერთან, მასტერთან ერთად ახალი სიმღერა “მახსოვს” ჩაწერა. რეპერებმა ამ კომპოზიციაზე გადაღებული ვიდეორგოლიც წარუდგინეს საზოგადოებას. კლიპი გიორგი ჩეკურიშვილმა გადაიღო. კომპოზიციაში მონაწილეობს ცნობილი პიანისტი, გიგი პიანომენი.

(ვიდეო)

სიახლეები/

|

September 24, 2020 / 1:17 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ვიდეო: ნუცა ბუზალაძის ახალი კლიპი სიმღერაზე “თეთრი ღამე”

ნუცა ბუზალაძემ ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა. კლიპის რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილია და ის ზაფხულში ბათუმში გადაიღეს. ნუცა ბუზალაძის ახალი სიმღერის “თეთრი ღამე” ავტორი ლილიკო ნემსაძეა. კლიპის პრემიერა ნუცას საახლობლო წრისთვისა და მედიისთვის 16 ოქტომბერს შედგა, გუშინ კი ვიდეორგოლი “იუთუბზე” ატვირთეს. (ვიდეო)

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

კაბუ: „ვერ წარმომედგინა, რომ ამდენი წლის მერე ხალხი ქუჩაში შემხვდებოდა და ამდენ სიყვარულს მივიღებდი…“

საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ, მსახიობი და რეპერი, კაბუ თავის კარიერას ნაწილობრივ დაუბრუნდა. ზაფხულში რამდენიმე წარმატებული კონცერტის შემდეგ გააცნობიერა, რომ მისი სიმღერები ჯერ კიდევ ახსოვთ და მისი მოსმენა სურთ. შესაბამისად, ახალ პროდიუსერთან ერთად მალე ალბომის ჩაწერას დაიწყებს. როგორც გვითხრა, შესაძლოა, ალბომი მზად გაზაფხულზე იყოს, რადგან მანამდე საკუთარ თავს, ვიზუალის მოწესრიგებას უნდა მიხედოს და გარკვეული ეტაპები გაიაროს იმისთვის, […]

მასტერმა ახალი სიმღერა Story წარადგინა

მასტერის (გიორგი პავლიაშვილი) ახალი სიმღერის პრემიერა ტრადიციულად „ფორტუნა პლუსის“ ეთერში შედგა. რეპერი ყველა ახალ კომპოზიციას სწორედ Fm 103.5-ის საშუალებით წარუდგენს ხოლმე მსმენელს შესაფასებლად. სიმღერა ასევე გამოჩნდა „იუთუბზეც“. და ის 26 იანვრიდან მოყოლებული უკვე 26 000-ზე მეტმა ადამიანმა მოისმინა. მასტერს ინტერნეტში გამოქვეყნებულ თითოეულ სიმღერას ათასობით მსმენელი ჰყავს. (ვიდეო)

ვიდეო: ნათია დუმბაძისა და მასტერის საახალწლო სიმღერა – მესამე დუეტი

ნათია დუმბაძესა და მასტერს უკვე ეხუმრებიან, რომ მალე შესაძლოა, მათი ერთობლივი ალბომის გამოცემაც გახდეს აუცილებელი. ეს იმიტომ, რომ მათ უკვე მესამე ერთობლივი სიმღერა ჩაწერეს, წინა ორზე კლიპი თავად მასტერმა გადაიღო (მელოდიაც და ტექსტიც მისია), ახლა კი საახალწლო დუეტი „პროფილში“ წარმოადგინეს. „ფიფქები“ ასევე მასტერს ეკუთვნის. წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დუეტი ქართულ შოუბიზნესში მელოდიური სიმღერების ჰიტებად ქცევას […]

ვიდეო: ნათია დუმბაძემ და მასტერმა „არ უყურო დროს“ წინასაახალწლოდ შეასრულეს

წინასაახალწლო კონცერტზე ნათია დუმბაძემ და მასტერმა (გიორგი პავლიაშვილი) ერთობლივი პირველი სიმღერა „არ უყურო დროს“ შეასრულეს. მსმენელი კომპოზიციას დიდი ოვაციებით შეხვდა. ვიდეო, სადაც მთლიანი ცოცხალი შესრულებაა ასახული, თავად ნათია დუმბაძემ გამოაქვეყნა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ ნათიას და მასტერს მთლიანობაში სამიე რთობლივი სიმღერა აქვთ, მათ შორის ერთი საახალწლოა, რომლის პრემეირაც „პროფილში“ შედგება. (ვიდეო)

ნათია დუმბაძე და მასტერი საახალწლო სიმღერას „პროფილში“ წარადგენენ

საახალწლო „პროფილში“ ნათია დუმბაძისა და მასტერის (გიორგი პავლიაშვილი) რიგით მესამე, ამჯერად საახალწლო სიმღერის პრემიერა შედგება. მესამედ ერთად სიმღერის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გადაცემის პროდიუსერებმა სთხოვეს, კიდევ ერთი დუეტი ჩაეწერათ, საახალწლო განწყობით. „ფიფქები ცვივა და ფიფქები მღერიან“ – ამ სიმღერის მხოლოდ ტექსტის ნაწილი აიღეს, კომპოზიციისთვის მელოდიაც და სიტყვებიც ისევ მასტერმა დაწერა. ვნახოთ, გახდება თუ არა […]

რეკლამა