ვიდეო: მაკა ზამბახიძემ საკუთარ ქორწილში იმღერა

0
1454

20 თებერვალს მაკა ზამბახიძე თავის დიდი ხნის რჩეულზე, მიხეილ ჩოხელზე დაქორწინდა. წყვილმა ჯვარი ნარიყალაზე მდებარე ეკლესიაში დაიწერა. მოგვიანებით, რასაკვირველია, მათ მეგობრებისა და ახლობლების წრეში ეს შესანიშნავი დღე წვეულებით აღნიშნეს, სადაც მთავარი გმირი მაკა ზამბახიძე გახლდათ.

მან საკუთარ ქორწილში ბენდის „ნონ სტოპი“ მუსიკოსების თანხლებით, ცნობილი სიმღერები შეასრულა და მას გვერდი დაუმშვენეს ლელა წურწუმიამ და რატი დურგლიშვილმა. პატარძალმა ასევე სიმღერები შეასრულა შვილთან, სალომესთან ერთად.

მაკა ზამბახიძეს ქორწილში დათუნა სულიკაშვილის მიერ შეკერილი კაბა ეცვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here