ვიდეო: ლელა წურწუმიას “მთავარ არხზე” თავისი შოუ ექნება

ვიდეო: ლელა წურწუმიას “მთავარ არხზე” თავისი შოუ ექნება

ლელა წურწუმია მალე “მთავარი არხის” ერთ-ერთ წამყვანად მოგვევლინება. არხმა უკვე გაავრცელა გადაცემის პრომო, რომელსაც ცნობილი მომღერალი გაუძღვება. ეს ლელასთვის ტელეწამყვანობის პირველი შემთხვევა არ არის, მას წლების წინ “იმედზე” ერთ-ერთი შოუ მიჰყავდა, შემდეგ კი “რუსთავი 2”-ზე ღამის გასართობ გადაცემას უძღვებოდა.

ახალ გადაცემას “მხოლოდ ლელასთან” ჰქვია და ის ხუთშაბათს, საღამოს 11 საათზე გავა ეთერში. აღსანიშნავია, რომ ხუთშაბათს “რუსთავი 2”-ზე გადაცემა “პროფილი: გადის.

(ვიდეო)

სიახლეები/

|

September 11, 2020 / 2:02 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

გიორგი მახარაძემ თავისი გოგონა მონათლა

მსახიობებს გიორგი მახარაძესა და მარიამ ნადირაძეს გარკვეული პერიოდის წინ გოგონა შეეძინათ, რომელსაც ნიკა დაარქვეს. ახლახან პატარა გოგონა მოინათლა. ბედნიერმა მამიკომ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ნათლობაა ასახული. გიორგის პირველი ქორწინებიდან მარიამ როინიშვილთან ასევე გოგონა, ელენე ჰყავს. ელენე კარგად მღერის და ცეკვავს, ასევე აქვს კარგი სამსახიობო მონაცემებიც. (ფოტოები)

Diana King „ბლექ სი არენას“ სოციალურ სივრცეში 21 აგვისტოს იმღერებს

შეკვეთილში მდებარე სოციალურ სივრცეში ცნობილი შემსრულებელი, დაიანა კინგი 21 აგვისტოს იმღერებს. მისი კონცერტი ახლახან დაანონსდა. დაიანა კინგი იამაიკური წარმოშობის ამერიკელი მომღერალი გახლავთ, რომლის ყველაზე ცნობილი ჰიტი გახლავთ Shy Guy და ასევე რიმეიკი პოპულარული სიმღერისა I Say a Little Prayer. მომღერალი რამდენიმე ჯილდოს ფლობს ამ ნამუშევრებისთვის. ღონისძიებაზე ასევე დაუკრავენ Henry Saiz & Band და Endorphins.

90-იანების ფართი ბათუმში დღეს გაიმართება

დღეს, 23 ივლისს, ბათუმში, კლუბში „სექტორი 26“, ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები შეიკრიბებიან. მიზეზი 90-იანების ღონისძიებაა, რომელიც ამ წლებში პოპულარული სიმღერების შესრულებას მოიცავს, მოგვიანებით კი სცენას დიჯეები გიგა პაპასკირი და მოგვიანებით, სტეფან ბინიაკი დაიკავებენ. კონცერტში მონაწილეობენ: ლელა წურწუმია, აჩიკო მეფარიძე, ნინო ძოწენიძე, თემურ თათარაშვილი, ბუკა მანაგაძე, ვერიკო ტურაშვილი, ნინი ქარსელაძე, თიკა ჯამბურია, თამუნა ამონაშვილი, თამთა ჭელიძე, მარიკა […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ვიდეო: ანშლაგი ლელა წურწუმიას კონცერტზე

ახლახან რესტორანში „შუაგული“ ლელა წურწუმიას კონცერტი გაიმართა. ლელამ ძველი და ახალი რეპერტუარიდან ნაცნობი სიმღერები „ნონ სტოპისა“ და ბექვოკალების თანხლებით შეასრულა. კონცერტიდან ერთ-ერთი ამონარიდი გავრცელდა, სადაც მომღერალი „ციცინათელას“ ასრულებს. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ლელას კონცერტი სრული ანშლაგით წარიმართა. (ვიდეო)

ლელა წურწუმიას კონცერტი 3 ივლისს გაიმართება

3 ივლისს, „მარანი ჰოლი“ ლელა წურწუმიას უმასპინძლებს. მომღერლის სოლოკონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა უკვე შეგიძლიათ. ლელა წურწუმია მაყურებლის წინაშე წარდგება ბენდ „ნონსტოპთან“ და მაკა ზამბახიძესთან ერთად, შესრულდება სიმღერები ძველი და ახალი რეპერტუარიდან.

ლელა წურწუმია: „საქმე იქითკენ მიდის, რომ ყველას მოგვიწევს აცრა… მე უკვე ავიცერი და ეს იქნება ჩემთვის ხსნა…“

ლელა წურწუმიამ „მთავარი არხის“ სიუჟეტში ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა აცრის გაკეთება. „ყველამ ვიცით, რა მდგომარეობაა მთელ მსოფლიოში. არა მხოლოდ მე, არამედ მთელი ჩემი ოჯახი, მამულიჩა, მარიამი, ჩემი დები, დისშვილები, ვიცრებით. ფაქტობრივად, ერთი წელია, ჩვენს საქმეს ვეღარ ვაკეთებთ, ჩვენი პროფესია მიბმულია ხალხმრავლობასთან, ჩემს კონცერტებზე არის ზეანშლაგები და ბევრი მაყურებელი მოდის, ამიტომაც უნდა ვიყო დაცული, […]

ლელა წურწუმია სიმღერ-სიმღერით აიცრა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში მომღერალი ლელა წურწუმია მივიდა. მან ჩინური ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა. ვაქცინაციის პროცესი ფოტოზეა ასახული, რომელიც კლინიკის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე ახლახან გამოქვეყნდა. „დროულად გამოცხადდა, გაიარა შესაბამისი პროცედურები, აიცრა, წასვლამდე მედიკოსებს მადლობა სიმღერით გადაუხადა და მომდევნო აცრამდე დაემშვიდობა…“, აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. (ვიდეო)

ლელა წურწუმია გამჭვირვალე კაბაში შეუდარებელია – ახალი კლიპი, რომელიც იუთუბტრენდში მოწინავე პოზიციაზეა

ლელა წურწუმიას ახალი კლიპი ზურა მანაგანაძის ცნობილ სიმღერაზე „გიორგობის თვე“ ახლახან, 6 მაისს გამოვიდა. „იუთუბზე“ ატვირთვის შემდეგ ის ტრენდების ათეულში მოექცა, ამჟამად კი, მესამე პოზიციას იკავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ „იუთუბზე“, საქართველოს მასშტაბით, ლელას ახალი ვიდეორგოლი სამეულში შედის და ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ვიდეოა ამჟამად. ის უკვე 40 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა. კლიპში ლელა წურწუმია შეუდარებლად […]

რეკლამა