ვიდეო: ილო ბეროშვილისა და ანი ბებიას ოჯახური იდილია

ვიდეო: ილო ბეროშვილისა და ანი ბებიას ოჯახური იდილია

მსახიობები, ილო ბეროშვილი და ანი ბებია თავიანთ პირველ შვილს ელოდებიან. “მთავარი არხის” დილა მათ შინ ესტუმრა. ილომ და ანიმ მხიარულად ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ ატარებენ დილას.

“როგორც ყოფილი სპორტსმენი და ფეხბურთელი, გეუბნებით, რომ დილას ჭამა არის აუცილებელი. ანი მე მჭამს დილას”, ამბობს ილო.

როგორც ანი აღნიშნავს, ორსულობისას სულ შია და დილაობით აუცილებლად მიირთმევს.

(ვიდეო)

სიახლეები/

|

June 10, 2020 / 12:22 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ფოტო: დემნა გვასალიას ახალი ფეხსაცმელი, რომელიც ბიუსტჰალტერით არის შთაგონებული, 936 დოლარი ღირს

დემნა გვასალიამ “ბალენსიაგასთვის” შექმნილ ახალ კოლექციაში უცნაური ფეხსაცმელი წარმოადგინა. დიდი ხანია, მსოფლიო მოდას აღარ უკვირს ქართველი დიზაინერის ორიგინალური ნამუშევრები, მაგრამ ახალი ფეხსაცმელი აშკარად ქალის ბიუსტჰალტერითაა შთაგონებული და მისი დეტალები ლიფის შესაკრავებს მოგვაგონებს. ახალი ფეხსაცმლის ფასი 936 დოლარია.

ფოტო: მატილდა გვარლიანი ,,რობერტო კავალის” კამპანიაში მონაწილეობას განაგრძობს

,,რობერტო კავალის” ახალი კოლექციის კამპანია სოციალურ ქსელებში დიდი ინტენსივობით მიმდინარეობს. მისი სახე ამჯერად ქართელი მოდელი მატილდა გვარლიანია. მცირე ხნის წინ მატილდას ფოტო კავალის ახალი ჩანთის რეკლამისთვის გამოაქვეყნეს, ახლა კი მთლიანი ლუქის ფოტოც განათავსეს ოფიციალურ გვერდზე. (ფოტო)

ფოტო: ანუკი არეშიძემ ახალი კაფსულა-კოლექცია ბრიტანული ონლაინმაღაზიისთვის შექმნა

ანუკი არეშიძის ახალი კაფსულა-კოლექცია, სადაც წითელი ფერი დომინირებს, დიზაინერის სოციალურ ქსელებში ახლახან გამოჩნდა. თორნიკე აივაზიშვილის ფოტოკამერის წინ მოდელმა თათია ახალაიამ მოირგო ანუკის ახალი ნამუშევრები, რომლებიც ქართველმა დიზაინერმა სპეციალურად ბრიტანული ონლაინმაღაზიისთვის brownfashion.com შექმნა. ანუკიმ ამჯერადაც არ უღალატა საკუთარ ხელწერას და ბრჭყვიალა ქსოვილები და ტყავი გამოიყენა. ქალური კოლექციის შეძენა ბრიტანულ საიტზეა შესაძლებელი. (ფოტოები)

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ფოტო: ილო ბეროშვილმა და ანი ბებიამ შვილი გამოაჩინეს

პატარა ჯერი ბეროშვილის ფოტო მსახიობმა ანი ბებიამ სოციალურ ქსელში განათავსა. ილო ბეროშვილისა და ანი ბებიას ვაჟი, როგოც დედიკომ დააწერა, “შექმნილია სიყვარულით”. როგორც ფოტოზე ჩანს, დედ-მამამ შვილს ძალიან კარგი და ლამაზი გარემო მოუწყო. (ფოტოები)

ილო ბეროშვილმა ქალიშვილებს ძმა გააცნო

ილო ბეროშვილი ახლახან მესამედ გახდა მამა. მას და მსახიობ ანი ბებიას პირველი საერთო შვილი შეეძინათ, რომელსაც ჯერი დაარქვეს. ილომ ახლახან გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ასახულია, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს ილოს ქალიშვილები პირველი ქორწინებიდან და მათი ახლად დაბადებული ძმა. „ძმა გაიცნეს”, აღნიშნულია ფოტოების აღწერაში. (ფოტოები)

„ჩვენს გადაცემაში პოლიტიკურ ხუმრობებზე უარი ვთქვით!“

ილო ბეროშვილი, ნიკა გრიგოლია და ვანიკო თარხნიშვილი „მთავარი ბიჭები“ არიან. გადაცემის იდეა ნიკა გვარამიას ეკუთვნის, მანვე შეკრიბა წამყვანების სწორედ ეს შემადგენლობა, რომელთაც ერთნაირი გემოვნება აქვთ და ფორმატზეც მარტივად ჩამოყალიბდნენ. ბიჭები მიიჩნევენ, რომ მათგან ნათქვამ ხუმრობას რესპონდენტი არასდროს აღიქვამს შეურაცხმყოფელად, რადგან თავად ასეთი განზრახვა არასდროს აქვთ. ბიჭების მიზანია, იხუმრონ ისე, რომ არავინ გაანაწყენონ, თუმცა ეს ხუმრობა […]

ვიდეო: ილო ბეროშვილმა ორსულ მეუღლეს სიმღერა მიუძღვნა

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ილო ბეროშვილმა თავსი რჩეულს, ანი ბებიას ვალენტინობის დღესასწაული განსაკუთრებულად მიულოცა. ის „მთავარი არხის“ დილის ეთერში ეწვია ანის, რომელსაც თავისი რუბრიკა მიჰყავს და კლავიშის აკომპანემენტის თანხლებით, მისთვის კომპოზიცია My Funny Valentine შეასრულა. შეგახსენებთ, რომ წყვილი პირველ შვილს ელოდება. ორსული ანი ბებია არაჩვეულებრივად გამოიყურება. (ვიდეო)

ანი ბებია: „ილო ჩემთვის გმირია, რადგან ისეთი რაღაცები შეძლო, რაც ბევრს არ შეუძლია…“

მსახიობები ანი ბებია და ილო ბეროშვილი ორი წელია, ერთად არიან, მაგრამ როგორც ანი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას ამბობს, ჰგონია, რომ დიდი ხანია, ერთად არიან. „მე და ილომ ერთად იმდენი რამ გადავიტანეთ, რომ ასე მგონია, 10 წელი ერთად ვართ. ილო ჩეთვის გმირია. რადგან ისეთი რაღაცები შეძლო, რაც ბევრს არ შეუძლია. ამაზე ლაპარაკის უფლება არ მაქვს, თვითონ ილოს […]

რეკლამა