აჩიკო მეფარიძე „პროფილის“ ეთერში გამოჩნდა და თავისი სიმღერების მიქსი შეასრულა, ახალი არანჟირებებით. ამ მიქსში რუსა მორჩილაძის მიერ მისთვის დაწერილი სიმღერები გაერთიანდა.
აჩიკოს შესრულებამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია გადაცემის „ფეისბუქ“-მომხმარებელს შორის. პირველ რიგში, ის შეაფასეს, თუ როგორ კარგად გამოიყურება მომღერალი.
„მალადეც, აჩიკოს, ასაკი ვერაფერს აკლებს. სასიამოვნო მოსასმენი იყო…“
„ძალიან საინტერესო ადამიანი…“
„აჩიკო, ძალიან საყვარელი ადამიანი ხარ…“
December 27, 2019 / 1:59 pm
„ჩემი ცოლის დაქალები“ მალე მე-17 სეზონს გახსნის. როგორც ჩანს, ჯერჯერობით, ერთ-ერთი პერსონაჟის, ბარბარიკას ხაზი არ განვითარდება. თაკო კორინთელი, რომელიც მის როლს ასრულებდა, სერიალიდან წავიდა. მიზეზი კი „პოსტივიზე“ ტელეწამყვანის ამპლუაშ გამოჩენა გახდა. როგორც თაკო კორინთელი ჟურნალ „გზასთან“ აღნიშნავს: „სერიალის გუნდი საქმის კურსია. მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მიყვარს ისინი და დიდ პატივს ვცემ. მათ ყოველთვის საქმის კურსში ვაყენებდი. […]
მოდელი მატილდა გვარლიანი, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ და ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს, სოციალურ ქსელშიც აქტიურია. მან “ინსტაგრამზე” ახლახან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ საოცარ ტრიუკს აკეთებს ის თავისი გრძელი ფეხებით. (ვიდეო)
შორენა ბეგაშვილი ამჟამად ბარსელონაში იმყოფება და სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორი ბედნიერია მსახიობი ამ დასვენების დღეებით. ფოტო: შორენა ბეგაშვილი ესპანეთში ისვენებს მის “ფეისბუქზე” 3 მარტს, დედის დღეს კიდევ ერთი ფოტო გამოჩნდა. შორენამ დედას ბარსელონადან გაუზავნა ყვავილების თაიგული და სოცქსელში მისი ფოტო გამოაქვეყნა. შორენამ დაგვიანებული მილოცვა ასე დაწერა: „ამასობაში დედაჩემისთვის მილოცვა დამავიწყდა. კიდევ კარგი, […]
აჩიკო მეფარიძემ წყნეთის სახლი, რომელიც მამამისმა ააგო თავის დროზე, სრულიად გადააკეთა და როგორც „პროფილს“ უთხრა, მისი შთაგონების წყარო ივ სენ ლორანის სახლი გახდა. მას ძველ ავეჯთან, „რენესანსთან“, რომელიც მოსკოვში შეიძინა ახალგაზრდობისას, თანამედროვე ავეჯი მოუხდინა. ყველა ნივთს, როგორც თავად ამბობს, მისი შიდა სამყარო უკავშირდება. ნაძვის ხე, რომელიც იტალიაში 20 წლის წინ შეიძინა, თეა ლომიძის მიერ მისთვის […]
აჩიკო მეფარიძე შვიდი წლის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა, ბოლო სამი წელია კი, თბილისს დაუბრუნდა და წყნეთში, საკუთარ სახლში ცხოვრობს, სადაც ეზოს მოწყობითაა დაკავებული. მასთან ინტერვიუ სასტუმრო „ამბასადორში“ ჩავწერეთ. აჩიკო მეფარიძე: სამი წელია, აქ ვარ, მაგრამ ხშირად დავდივარ საზღვარგარეთ, გასტროლებზე. აქ, სამწუხაროდ, არ იმართება ბევრი კონცერტი. რომ შევადაროთ იმ პერიოდს, როცა ვამბობდით, შოუბიზნესი არ არსებობსო, ახლანდელი პერიოდი… […]
"ქუჩის ბიჭებმა“ და აჩიკო მეფარიძემ, გერმანიის ქალაქ კარლსრუეში ორი დღის წინ კონცერტი გამართეს. საღამოს წამყვანი, დიზაინერი აჩიკო მეფარიძე იყო. შემოქმედებითი კოლექტივი გერმანიაში ზურა ხაჩიძის მეგობრის, სოფო ჭალაგანიძის მიწვევით გაემგზავრა. ღონისძიებას დაახლოებით 600 ადამიანი დაესწრო, რომელთა უმეტესობა ემიგრანტები იყვნენ.
დღეს გერმანიაში ქართველი მომღერლების, აჩიკო მეფარიძის და "ქუჩის ბიჭების" კონცერტი გაიმართება. ქართველების კონცერტი ქალაქ კარლსრუეში ჩატარდება და ღონისძიების წამყვანი, ზალიკო ბერგერი იქნება.
მომღერალი აჩიკო მეფარიძე 14 თებერვალს „ასა ჰოლში“ კონცერტს გამართავს. რა სიახლეებს სთავაზობს მონატრებულ თაყვანისმცემლებს მომღერალი, ამის შესახებ ის „არ დაიდარდოს“ ესაუბრა: