თიკო ნატროშვილი შვილის დიაგნოზის შესახებ: „საქართველოში 4 წელი დავკარგეთ…“

თიკო ნატროშვილი შვილის დიაგნოზის შესახებ: „საქართველოში 4 წელი დავკარგეთ…“

მოდელი თიკო ნატროშვილი მეუღლესთან გაგა ხაბულიანთან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. მიზეზი კი მისი მეორე ვაჟის დიაგნოზი გახდა. თიკო ახლა უკვე სამი შვილის დედაა, მესამე ბიჭი, ლუკა გერმანიაში გააჩინა. ოჯახმა სხვა ქვეყანაში გადასახლების გადაწყვეტილება ორი წლის წინ მიიღო, რადგან შუათანა ვაჟს კახის განსხვავებული მეთოდით მკურნალობა სჭირდებოდა. ოჯახმა გერმანელი მედიკოსებისთვის მიმართვა გადაწყვიტა.

თიკო ნატროშვილი საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა:

კახის ჯანმრთელობის გამო წამოვედით, რადგან მას იშვიათი დიაგნოზი დაუსვეს და საქართველოში უბრალოდ არ იციან მისი მკრუანლობა. კახის აქვს სპინალური რეგრესის სინდრომი. ეს დიაგნოზი 9 თვის ასაკში თურქეთში დაუსვეს, თბილისში კი ფეხმრუდობა დაუდგინეს, რომელიც შეიძლება, ყოველ მეექვსე ბავშვს აქვს.

ეს დაავადება ფიზიკურად იმით გამოიხატება, რომ დამოუკიდებლად ვერ დადის. გერმანიაში თერაპიასთან ერთად მედიკამენტოზურ მკურნალობასაც უტარებენ, რომ შედეგი უფრო ეფექტური იყოს. პროგრესი უკვე შესამჩნევია, ორ ნაბიჯს დამოუკიდებლად დგამს. საქართველოში 4 წელი დავკარგეთ, ბერვად ადრე რომ წამოვსულიყავით გერმანიაში, ალბათ, მკურნალობის შედეგი უფრო აშკარა იქნებოდა… მას ძალიან უნდა, რომ ფეხზე დამოუკიდებლად გაიაროს და ვცდილობთ, ეს სურვილი ავუსრულოთ…

გერმანიაში ჩემს ექიმს მოვუყევი კახის მდგომარეობა, ბუნებრივია, დავინტერესდი, რამდენად იყო რისკი, რომ მესამე შვილსაც ჰქონოდა გარკვეული პრობლემები. ჩავიტარე გენეტიკური ანალიზი და აღმოჩნდა, რომ კახის და მე ყველა ქრომოსომა გვაქვს და ეს დაავადევა რაიმე გენეტიკური პათოლოგიით არ არის გამოწვეული. გარკვეულმა გარემო პირობებმა განაპირობა, რომ კახის ჰქონოდა ეს სინდრომი, შეიძლება, ეს იყოს საკვების მიზეზით ან სულაც დაბინძურებული ჰაერის, რომელიც ბოლოს განსაკუთრებულ პრობლემად იქცა თბილისში.

(ფოტოები)

სიახლეები/

|

October 10, 2018 / 2:53 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მოდელ თიკო ნატროშვილს მესამე ბიჭი შეეძინა

თიკო ნატროშვილი სოციალურ ქსელში მილოცვებს იღებს. მან თავად გამოაქვეყნა ფოტო, სადაც აღნიშნულია, რომ პატარა შეეძინა. თიკოსა და გაბრიელ ხაბულიანისთვის პატარა ლუკა მესამე შვილია, უფროსიც და შუათანაც ვაჟები არია თიკო ნატროშვილმა გერმანიაში, ბონის კლინიკაში იმშობიარა. მან ექიმების არაჩვეულებრივ გუნდს მადლობა გადაუხადა. (ფოტოები)

თიკო ნატროშვილი მეორედ „გათხოვდა“

მოდელი და ტელეწამყვანი თიკო ნატროშვილი დაქორწინდა.. ლაშა ბასლანძემ და სალომე ბაკურაძემ თიკოსა და მის მეუღლესთან ერთად იუსტიციის სახლში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეს წარწერით: „ქორწილია, ქორწილი“. თიკო ნატროშვილი და გაბრიელ ხაბულიანი რამდენიმე წელია, ერთად არიან. მათ ჯვარი პარიზში დაიწერეს, ხელი კი ამ დრომდე არ ჰქონდათ მოწერილი, დღეს გადაწყვიტეს, თავიანთი ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე მიეცათ და შესაბამისი საბუთიც აიღეს. […]

თიკო ნატროშვილი: “მნიშვნელოვანია, თავს ისე მოუარო, რომ ბუნებრივი დარჩე…“

თიკო ნატროშვილი Music Box-ზე მოდის შესახებ გადაცემას უძღვება სახელად Fashion Time. თიკოს მორიგი გადაცემის ჩაწერაზე შევხვდით "სალონ 58“-ში, ჭავჭავაძეზე, სადაც მოდელმა და ტელეწამყვანმა სალონის ყველა მომსახურება საკუთარ თავზე გამოსცადა, ორ გოგონასთან ერთად. მათ სალონის სტილისტებმა სხვადასხვა იმიჯი მოარგეს, თიკოს რეტრო სტილით ყველა მოხიბლული დარჩა.

გადაცემა Fashion Time-ს თიკო ნატროშვილი წაიყვანს

გადაცემა Fashion Time ახალი სეზონიდან კვლავ ბრუნდება Music Box-ის ეთერში და როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ქალთა სამყაროდან ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს მაყურებელს. რაც მთავარია პროექტს ახალი წამყვანი ეყოლება.

რეკლამა