თბილისში ახალი მულტიფუნქციური სივრცე ,,მონოჰოლი” იხსნება

თბილისში ახალი მულტიფუნქციური სივრცე ,,მონოჰოლი” იხსნება

მულტიფუნქციური სივრცე „მონოჰოლი“, რომელიც 2000 ადამიანს იტევს,  28 სექტემბერს პირველ სტუმრებს უმასპინძლებს. სწორედ 28 სექტემბერს ივენთების სერია DCBL „MONO HALL“-ში, რომელიც ბაქრაძის 2 ნომერში მდებარეობს,  მსოფლიოს ელექტრონული მუსიკის სცენის ლეგენდად წოდებულ ბრიტანელ დაბ-ტექნო პროდიუსერს Andy Stott წარმოგიდგენთ.

მისი სადებიუტო ალბომი Merciless 2006 წელს გამოვიდა, შემდეგ მოჰყვა Unknown Exception და Luxury Problems, 2014 წელს კი მისი რელიზი Faith In Strangers Resident Advisor-ის გამოკითხვის მიხედვით 2014 წლის საუკეთესო ალბომად დასახელდა. Andy Stott-ის ჟღერადობა უნიკალური და განსხვავებულია, რაც მრავალი წარმატებული ექსპერიმენტით არის განპირობებული.

სთოთთან ერთად ლაივ შესრულებით მსმენელის წინაშე ასევე ბრიტანული სცენის გამორჩეული მოღვაწე და Delsin Records-ის ოჯახის წევრი Claro Intelecto წარდგება. ტექნოსა და ჰაუსის საკუთარი უნიკალური ფორმებით წარმოდგენა კლაროს სავიზიტო ბარათია. Peace of mind EP-ის გარდა, მისი მნიშვნელოვანი რელიზებია “Metanarrative” და “Reform Club”, ასევე რემიქსი რომელმაც მისი კარიერა განსაზღვრა, depeche mode’s 1982 “Leave in silence”. კლარო ახალი რელიზით დელსინს 2017 წელს, ალბომით “Exhilator” დაუბრუნდა, ბოლო ალბომის “Reform Club”-ის რელიზიდან კი 5 წლის გასვლის შემდეგ “Exhilarator” კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისი ახალი რელიზი ნამდვილად მაღალი ხარისხისაა და დრომ მისი როგორც პროდიუსერის სახელი მნიშვნელოვნად გააძლიერა. არტისტებს მასპინძლობას ადგილობრივი ელექტრონული მუსიკის სცენის თვალსაჩინო წარმომადგენლები, ლადუკა ნინუა პროექტით OIMACTTA და კლუბ მტკვარზე-ს რეზიდენტი BERO გაუწევენ.

სიახლეები/

|

September 13, 2019 / 4:41 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Let’s show fucking Russian how we can party !!! – Oscar and the wolf-მა ქართველ მსმენელს მიმართა

12 ოქტომბერს ბელგიური ბენდი Oscar and the Wolf საქართველოში Monument-ის ეგიდით უკვე მეორედ იმყოფებოდა. „მოდით დამპალ რუსეთს ვაჩვენოთ, თუ როგორ შეგვიძლია გართობა“ – სწორედ ასე მიმართა ბენდის სოლისტმა მაქს კოლომბიმ ღონისძიებაზე მისულ მელომანებს, რამაც ქართველი მსმენელისგან ოვაციები დაიმსახურა. საათნახევრის განმავლობაში მუსიკოსმა მისი, როგორც ცნობილი ჰიტები, ასევე ძველი და ახალი სიმღერები შეასრულა. ბელგიური ჯგუფს Oscar &the […]

ანი ჩირაძე და კონსტანტინე თედელური დაქორწინდნენ (ფოტოები)

„ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩიკას როლის შემსრულებელი ანი ჩირაძე და ცნობილი შეფმზარეული კონსტანტინე თედელური დაქორწინდნენ. მათ ხელი თელავში მოაწერეს. წყვილს თან ახლდნენ მსახიობები ბაია დვალიშვილი და ეკა ჩხეიძე, ასევე „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტი, ქეთი დევდარიანი და სხვა ახლობლები. კონსტანტინეს და ანის რომანი საკმაო ხანია, რაც გრძელდება. როგორც ჩანს, წყვილმა ურთიერთობისთვის ოფიციალური სახის მიცემა გადაწყვიტა. ფოტოები გოგა […]

მერაბ სეფაშვილი დღეს 58 წლის გახდა

ცნობილი ქართველი მომღერალი, მერაბ სეფაშილი დღეს, 15 ოქტომბერს, იუბილარია. მას 58 წელი შეუსრულდა. მომღერლისთვის მისალოცად მისი შვილები და პროდიუსერი, გია გოგორიშვილი შეიკრიბნენ და დაბადების დღეზე სიურპრიზად პოპულარულ შემსრულებელს ტორტი მიართვეს. (ვიდეო)

Facebook

რეკლამა

რეკლამა