თბილისობის გალაკონცერტი 8 ოქტომბერს, ლეღვთახევში, რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა. აჟღერდა ქალაქური ჟანრის მუსიკა, ახლებური ინტერპრეტაციებითა და არანჟირებებით, ამონარიდები მუსიკალური ფილმებიდან და სპექტაკლებიდან.
კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი, რომელმაც მონაწილე მომღერლების სია და რეპერტუარი შეადგინა, რუსა მორჩილაძე გახლდათ, ხოლო კონცერტის რეჟისორი – დავით დოიაშვილი.
კონცერტში მონაწილეობდნენ ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, სტეფანე, ანრი ჯოხაძე, თაკო გაჩეჩილაძე, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, მარიკა თხელიძე, თიკა ჯამბურია, „შვიდკაცა“, ნოდიკო ტატიშვილი, ნინი ქარსელაძე, „ქუჩის ბიჭები“, დათუნა მგელაძე, დავით გომართელი, გიო ხუციშვილი და სხვა შემსრულებლები. ასევე ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ორკესტრი, რამდენიმე მუსიკალურ ბენდთან ერთად, ანსამბლი „სუხიშვილები“.
კონცერტზე ასევე ცნობილი გახდა იმ ადამიანების სახელები და გვარებიც, ვინც საპატიო თბილისელის ტიტულით დაჯილდოვდნენ და სიმბოლურად, ქალაქის გასაღებები თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გადასცა. ფოტოგალერეა
October 9, 2017 / 1:43 pm
მსახიობი, ია ფარულავა კვლავ არ ერიდება თამამი განცხადებების გაკეთებას და სოციალური ქსელის მეშვეობით იმ ადამიანებს ეხმაურება, რომლებიც მის მიმართ ჩაცმულობის გამო კრიტიკულები არიან. მსახიობი აღნიშნავს, რომ საზოგადოების ნაწილი მას ჭკუას არიგებს: „ჭკუას მარიგებენ – ამდენი ყვავილები სამოსზე ამდენი გუჩი და დოლჩე არ გინდა ტეხავს-ო ვინ გეკითხებათ ნეტა? ალბათ, დაგავიწყდათ ჩემი ძველი სლოგანი – ვისაც რისი […]
ანი გიუნტერი გერმანიაში ყოფნისას ერთ უსიამოვნო „ტრადიციას“ გადაეყარა, რომელსაც იქ მცხოვრები ქართველების ნაწილი მისდევს. როგორც ტელეწამყვანი წერს, მათ ურჩევნიათ კითხვაზე, „საიდან ხართ“, უპასუხონ – „რუსეთიდან“, რადგან ასე უფრო უადვილდებათ ახსნა გერმანელებისთვის. ანი წერს: „სანამ ჩვენ აქ რუსებს სტუმართმოყვარე ქვეყანაში შუბლში ვახლით პროტესტს, ბევრი გერმანიაში მცხოვრები ქართველი ტრადიციულ შეკითხვაზე: “ვერ არ იუ ფრომ” გერმანელებს სიამაყით პასუხობს […]
თიკა ჯამბურიამ ჯემალ სეფიაშვილის სიმღერის, „გავუსწროთ დროს“, რომელსაც პატარაობისას უცნობთან ერთად ასრულებდა, ახალი ვერსია ჩაწერა. ვერსიის ავტორი მუსიკოსი და მომღერალი, სოფო ტოროშელიძე გახლავთ. თიკამ ახალი კომპოზიცია „იუთუბზე“ ატვირთა და შემდეგ სოციალურ ქსელში გააზიარა. მან სტატუსში ყველა მონაწილეოს მადლობა გადაუხადა: „გავუსწროთ დროს… ეს სიმღერა ვიცი, რომ ყველას ძალიან გიყვარდათ და დღემდე უსმენთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ სიმღერის […]
6 ოქტომბერს, „თბილისობაზე“ ახალი ქართული მიუზიკლის პრემიერა შედგა. წარმოდგენა ევროპის მოედანზე გაიმართა. მიუზიკლში მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობები და ქართული ესტრადის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, რომელთა შორის იყვნენ სოფო ნიჟარაძე, ნოდიკო ტატიშვილი, დათუნა მგელაძე, თიკა ფაცაცია, ლელა წურწუმია და სხვანი. მიუზიკლის სიუჟეტი აღებულია მეცხრამეტე საუკუნის დრამატურგის, ზურაბ ანტონოვის ცნობილი პიესიდან – „მზის დაბნელება საქართველოში“. დადგმა ქართული ვოდევილების […]
შორენა ბეგაშვილმა ანრი ჯოხაძესთან ერტად თბილისობაზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც ყოველთვის ტელეწამყვანი და მსახიობი აქაც შესანიშნავად გამოიყურება. თეთრ ქათქათა პალტოში და ბოტფორდში გამოწყობილმა მსახიობმა თბილისობაზე „პრაიმშოუს“ ინტერვიუ მისცა და უამრავი ფოტოც გადაიღო მსურველებთან. შეგახსენებთ, მსახიობი ახლახან გათხოვდა და შვილთან და მეუღლესთან ერთად ახალ სახლში გადავიდა საცხოვრებლად.
კახი კალაძე 6-7- ოქტომბერს თბილისობის დღესასწაულში მაქსიმალურად იყო ჩართული და ცალკე და ასევე მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან ერთად თითქმის ყველა ღონისძიებას დაესწრო, რაც დღესასწაულის ფარგლებში იმართებოდა. სიტყვითაც წარდგა მაყურებლის წინაშე და ყველას მიულოცა თბილისობა. პროგრამა კი მართლაც მრავალფეროვანი იყო, ისევე, როგორც თბილისის მერის გარდერობი, რომლის ნამდვილი დეფილე მოაწყო კახი კალაძემ. ის სხვადასხვა შეხვედრაზე სხვადასხა შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი […]
თბილისის ერთ-ერთი ბრასერია თბილისობა 2018-ის აღსანიშნავად ეპატიჟება საზოგადოებას. როგორც მათი „ფეისბუქის“ გვერდზე წერია, საუკეთესო ქალაქური ტრადიციების თანახმად, სტუმრებს ელით მწვადი (და არა მარტო) ღვინო, არღანი, ყურძნის წურვა, ქართულ სიმღერას შეასრულებს ანსამბლი ‘ივერონი’, საღამოს კიდააგვირგვინებენ მოცეკვავეები ცეცხლოვანი ქართული ცეკვებით! სად მოკრეფენ ყურძენს და რატომ ჰქვია მათ ღონისძიებას „რთველი ვაკეში“, ამას ალბათ, მისული სტუმრები ნახავენ.
„იქნებ მოსწონებოდა ავტორს და თუ არც მოეწონებოდა შეურაცხყოფილად მაინც არ იგრძნობდა თავს „ თბილისობის გარშემო ატეხილ სკანდალს, მომღერალი ლევან მასპინძელაშვილი ეხმაურება.