თამთა გოდუაძე: „დედაჩემი საბერძნეთში დამლაგებლად და ძიძად მუშაობდა, რომ ფინანსურად უზრუნველყავით,..“

0
1374

თამთა გოდუაძე „ევროვიზიის“ კონკურსში კვიპროსის სახელით მონაწილეობს. მას საკმაოდ კარგი დადგმა აქვს მომზადებული კონკურსისთვის და არცთუ ადვილი ქორეოგრაფიული მონახაზით გამოდის, თუმცა როგორც „ვივიბლოგსთან“ საუბრისას აღნიშნა, უფრო რთული რაღაცებიც უკეთებია.

თამთამ მუსიკალურ ბლოგერთან გულწრფელად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებოდა დედა შვილის გაზრდაში მაშინ, როცა თავად კარიერისთვის უნდა მიეხედა. თამთამ დედის შესახებ ბევრი ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის დამლაგებლად და ძიძად მუშაობდა საბერძნეთში, რომ თამთა და მისი ქალიშვილი ფინანსურად უზრუნველეყო.

თამთა გოდუაძე:

ყველაფერს აკეთებდა, რომ შვილისთვის მხარი დაეჭირა. ბევრი ქალი წავიდა სამუშაოდ სხვა ქვეყნებში, რომ საკუთარი ოჯახები უზრუნველეყოთ. არა მხოლოდ მე და დედაჩემი, სხვა  ბევრი ქალიც ასე ცხოვრობდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. მეც ვეხმარებოდი დედას, მაგრამ ეს არ უნდოდა, რადგან ჩემი ოცნებების ასრულება სურდა. მე კი მსურდა მისი დახმარება, ამიტომ ბევრჯერ დავხმარებივარ.

(ფოტოები/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here