თაკო გაჩეჩილაძე: „ოქტომბერში ქორწილი ვენაში მექნება… ძალიან მინდა, ბავშვი გავაჩინო…“

თაკო გაჩეჩილაძე: „ოქტომბერში ქორწილი ვენაში მექნება… ძალიან მინდა, ბავშვი გავაჩინო…“

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე თხოვდება. მისი მეუღლე მუსიკალური პროდიუსერია ბორის ლავ მილანოვია, რომელიც მან „ევროვიზიაზე“ გაიცნო. თავისი სიყვარულის ამბის დეტალები და სამომავლო გეგმები „დღის შოუს“ გაანდო, სადაც სტუმრად იმყოფებოდა.

თაკო გაჩეჩილაძე;

„ევროვიზიაზე“ ტყუილად არ წავსულვარ. ასე მოხდა (იღიმის). სხვათა შორის, არ ვთვლი, რო ჩემი გამოსვლა წარუმატებელი იყო… იქ გავიცანი ერთ-ერთი მუსიკალური პროდიუსერი და კომპოზიტორი, იმ წელს სამ ქვეყანას წარმოადგენდა, ბულგარეთს, საიდანაც თვითონაც არის წარმოშობით და კიდევ ერთი-ორი ქვეყანას, რომელიც არ მახსოვს.

თავიდან ძალიან ვმეგობრობდით. ვატყობდი, რომ მოვწონდი, მაგრამ იმ პერიოდში კაცი, ბიჭი, არავინ არ მაინტერესებდა. მარტო საქმეზე ვიყავი კონცენტრირებული. რომ მორჩა „ევროვიზია“ და ჩამოვედი, არ გამანება თავი. ვერაფრით ვერ მომიდგა და რომ მიხვდა, არაფერი გამოვიდოდა სხვანაირად, მომწერა, ძალიან მაგარი მომღერალი ხარ და მინდა, სიმღერა დაგიწეროო. ამაზე უარი არ ვუთხარი. მისი სიმღერა შარშან მეორე ადგილზე გავიდა. მე რაც დამიწერა, იკითხეთ, სად არის, არ მაღირსა (იცინის). ჩავედი, მართლა ვიმუშავეთ და ჩავწერეთ ძალიან კარგი სიმღერები, რომლებიც მზადდება და გამოვუშვებთ მომავალ წელს. ძალიან განსხვავდება მათი და ქართული პროდიუსინგი ერთმანეთისგან. ის ფიქრობს, რომ ამას უნდა შემზადება და ზუსტ დროს უნდა გამოშვება.

პარიზში გვქონდა ნიშნობა. ჩემი საყვარელი ქალაქია. ისიც შეეგუა ამას. ბორის ლავ მილანოვია, მაგრამ მე ბობის ვეძახი. გაიზარდა ავსტრიაში, კეძოდ, ვენაში. მისი ოჯახიც იქ ცხოვრობს და სავარაუდოდ, მეც ვენაში გადავალ…

ოქტომბერში ვენაში ქორწილი გვექნება.

როგორც თაკო გაჩეჩილაძემ აღნიშნა, კარიერა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როცა ასეთი მეუღლე შეხვდა – „მე თვითონაც ვერ გავძლებ და თვითონაც აუცილებლად ძალიან დამეხმარება, რადგან მგულშემატკივრობს, მაგრამ პირველ რიგში, მინდა, ბავშვი გავაჩინო, რადგან ვფიქრობ, დროა… დედაც დამეხმარება, ბობიც, ძიძაც…“

(ფოტოები)

სიახლეები/

|

September 26, 2018 / 3:48 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ნინა წკრიალაშვილი მისი პირადი ცხოვრების ჩანაწერის გავრცელებას ყოფილ შეყვარებულს აბრალებს – „მემუქრება…“

ნინა წკრიალაშვილმა ია ფარულავას გადაცემაში „ფარული კონვერტი“ დაასახელა მამაკაცი, რომელსაც ის ხელს ადებს, როგორც მისი მისი პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების დამკვეთს. ეს, როგორც ნინა აღნიშნავს, მისი ყოფილი შეყვარებული, გიორგი შელეგიაა, ზედმეტსახელით „ძიაძია“, რომელიც ახლაც ემუქრება, თუმცა როგორც მომღერალი ამბობს, მისი არ ეშინია – „მემუქრება… ძალიან ბევრმა მისმა მეგობარმა მითხრა, რომ სიურპრიზებს ელოდებო. თუ რამე დამემართა, […]

„ბლექ სი არენას“ ლაინაფი აპრილის ბოლოსთვის გახდება ცნობილი!..

„ბლექ სი არენას“ ახალი დირექტორი ჰყავს, პრომოუტერი ტატო ხარჩილავა, რომელმაც თავის გუნდთან ერთად მუშაობა შეკვეთილში მდებარე გრანდიოზული საკონცერტო სივრცის სეზონის დასაგეგმად ორი კვირის წინ დაიწყო. არტისტებთან მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია. როგორც „ფორტუნამ“ შეიტყო, აპრილის ბოლოს არენა წარმოგვიდგენს იმ არტისტებს, რომლებიც ივნისიდან მოყოლებული „ბლექ სი არენას“ სცენას დაიკავებენ. შეგახსენებთ, რომ რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი და თანამედროვე აპარატურით […]

ვიქტორ სანიკიძეს შვილი შეეძინა

ცნობილი ქართველი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე მამა გახდა. მას ახლახან ვაჟი შეეძინა. ბიჭუნას ნიკალა დაარქვეს. ბედნიერმა მამამ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას სპეციალური სტატუსი მიუძღვნა და მასზე მეუღლე, მარი ბიწაძე მონიშნა. წყვილს შვილის შეძენას ულოცავენ. მათ უკვე უამრავი მილოცვა მიიღეს სოციალური ქსელის საშუალებით.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

თაკო გაჩეჩილაძეს შვილი შეეძინა

2017 წელს თაკო გაჩეჩილაძე საქართველოს სახელით „ევროვიზიაზე“ წარდგა. სწორედ იქ გაიცნო მომავალი მეუღლე, პროდიუსერი, ბორისლავ მილანოვი. წყვილის ურთიერთობა განვითარდა და 2018 წლის შემოდგომაზე მათ იქორწინეს. მომღერალმა მცირე ხნის შემდეგ საზოგადოებას გაუმხილა, რომ საყვარელი მამაკაცისგან ბავშვს ელოდებოდა. პატარა 21 იანვარს დაიბადა. სოციალურ ქსელში თაკოს მეგობრები გოგონას შეძენას ულოცავენ და მას პატარა პრინცესას უწოდებენ. თაკო გაჩეჩილაძე დაქორწინების […]

ფეხმძიმე თაკო გაჩეჩილაძემ ახალი ფოტო გამოაქვეყნა

თაკო გაჩეჩილაძე მცირე ხნის წინ ბულგარელ პროდიუსერს გაჰყვა ცოლად. ბორის მილანოვი მან “ევროვიზიაზე” გაიცნო. წყვილმა ჯვარი თბილისში, ახლობლების გარემოცვაში დაიწერა. თაკო ფეხმძიმედაა. ის ვენაში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად და უკვე ძიძასაც ეძებს, რომელიც ბავშვის აღზრდაში მიეხმარება. ახლახან თაკომ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მისი მომრგვალებული მუცელი ჩანს. მომღერალს ულოცავენ და ბედნიერებას უსურვებენ. ფოტოზე თაკო არაჩვეულებრივად გამოიყურება.  

თაკო გაჩეჩილაძე და ბორისლავ მილანოვი დაქორწინდნენ (ფოტო)

ბულგარელი მუსიკალური პროდიუსერი, ბორისლავ მილანოვი ქართველების სიძე გახდა. მან თაკო გაჩეჩილაძე ცოლად მოიყვანა. წყვილის ქორწილი ახლახან შედგა. ქორწილიდან ფოტო „პირველი არხის“ ჟურნალისტმა, მარიკა შალიკაშვილმა გამოაქვეყნა. თაკო საცხოვრებლად ავსტრიაში, კერძოდ, ვენაში გადავა, სადაც მისი მეუღლე ცხოვრობს. მომღერალი კარიერის მიტოვებას არ აპირებს, პირიქით, აქტიურად მუშაობს პროდიუსერ მეუღლესთან ერთად ახალ სიმღერებზე. როგორც თაკომ ახლახან ერთ-ერთ ტელეინტერვიუში თქვა, ძალიან […]

თაკო გაჩეჩილაძე: „ეს უიღბლო იუმორი დაუწერეს თუ თვითონ არის ასეთი დაჯილდოებული?“

თაკო გაჩეჩილაძე გიორგი გაბუნიას ცნობილ გამონათქვამს გამოეხმაურა, ვიდეო გააზიარა და დაწერა: „ანუ ეს უიღბლო იუმორი დაუწერეს თუ თვითონ არის ასეთი დაჯილდოებული?))“ თაკოს ამ პოსტმა უამრავი გამოხმაურება გამოიწვია, რაზეც მოგვიანებით მომღერალმა დაწერა: „არა! გასალანძღი არ არის ნამდვილად, უბრალოდ, ცოტა შემეცოდა…((((“ მომღერალმა აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-იც მოსწონს და გიორგი გაბუნიას კარგ წამყვანადაც მიიჩნევს, მაგრამ მისი ეს გამონათქვამი […]

თაკო გაჩეჩილაძე ქეთა თოფურიას იცავს: „15 წელია, მოსკოვში ცხოვრობს და ფაქტობრივად, იქაურია…“

თაკო გაჩეჩილაძე დიდი ხნის მეგობარსა დ აკოლეგას, ქეთა თოფურიას იცავს. მომღერალი გამოქვეყნებულ სტატუსში აღნიშნავს, რომ ქეთა დიდი ხანია, რუსეთში ცხოვრობს და მისი პუტინის მხარდამჭერ კლიპში მონაწილეობა გასაკვირი არ არის. თაკო წერს: „ხალხო! ეს გოგო მოსკოვში ცხოვრობს უკვე 15 წელია, იქ გახდა ვარსკვლავი, იქ გათხოვდა, შვილი გააჩინა და ფაქტიურად, იქაურია. გავიგეთ, რომ წარმოშობით ქართველია, მაგრამ დღეს […]

რეკლამა