„სუხიშვილების“ ცეკვის შესახებ კიდევ ერთი იუმორისტული ვიდეო გავრცელდა

0
3240

სოციალურ ქსელში ბელა მაღლაფერიძე აქვეყნებს იუმორისტულ ვიდეოს, სადაც „სუხიშვილების“ „ცეკვა ქართულის“ შესახებ მოსაზრებებს გამოთქვამს. ვიდეოს „ფეისბუქზე“ უამრავი ნახვა და მოწონება ხვდა წილად.

როგორც ბელა მაღლაფერიძე აღნიშნავს:

„ისეთი საშინელება იყო, რომ დღემდე „აჩკები“ მიკეთია. ვიყავი, შვილო, კონცერტზე, მაგრამ „სუხიშვილები“ იყო? ილიკომ, უნდა განვავითაროთ ცეკვაო. განვითარება რად უნდა ცეკვასა და ქართულსა, განვითარება უნდა ეკონომიკასა და ქვეყანასა… გამოვიდა ვიღაცა ქალი, გამოჰყვა უკანა თვითონ ილიკო, დაყანყალებდნენ სცენაზე, აბა, სხვა რა ერქვა მაგასა? ქართული ცეკვა სავსე არის სიმბოლოებითა. თუ დააკვირდით, რო გამოვიდა ეს აღვირახსნილი გოგო, მეშოკიდან რო გამოაგდებ კატასა და გამორბის, აი, ეგრე და ეს მოძრაობა გააკეთა, თითქოს ქართველობას გამოსდო და წამოიღო და წამოიღო. მე მაგის მერე საერთოდ ცეკვისკენ გამხედავი ვარ? ძალიან არ მომეწონა…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here