სტეფანე: „16 აგვისტოს კონცერტის წინ ისე ვნერვიულობ, რომ ვკანკალებ…“

0
775

სტეფანეს სოლოკონცერტი 16 აგვისტოს ბათუმის კორტებზე იმართება. ღონისძიებისთვის განსაკუთრებული მზადება მიმდინარეობს. უკვე დამონტაჟებულია ხმის გახმოვანების აპარატურა.

მომღერალი კონცერტის წინ, როგორც ყოველთვის, ძალიან ნერვიულობს და ამის შესახებ „ფორტუნას“ ინტერვიუში განუცხადა:

კონცერტზე ველოდები ბევრ ხალხს… ამ ყველაფერს ჩვენით ვაკეთებთ. განსაკუთრებული კონცერტი იქნება. ჩემი რეპერტუარის 70% ახალი ჟღერადობით იქნება წარმოდგენილი. ნიკოლოზ რაჭველთან ერთად მიმუშავია აქამდეც, მაგრამ ახლა ჩვენი თანამშრომლობა განსხვავებულად შედგა, რასაც მოსული მსმენელი ნახავს, ასევე პირველად ჩემს კონცერტზე დავამატე ელექტრონული ჟღერადობა და იქნება დიჯეი ძვალი, რომელიც ერთ კომპოზიციას ჩემთან ერთად შეასრულებს. სპეციალური სტუმრები არიან: მაია დარსმელიძე, დრო, ერეკლე დეისაძე,Cosmic Love Rotation. ასევე პირველად გამორჩეული ვიზუალები იქნება ეკრანებზე, რაზეც იმუშავებს თემო მაჭავარიანი, ანუ მასტერსკი.

ნერვიულობ?

ძალიან. როგორც ყოველთვის. ეს შეგრძნება სულ მაქვს, მაგრამ ქრება, როგორც კი სცენაზე ფეხს დგამ. ამაში განსაკუთრებული არაფერია. პროფესიონალიზმი ეს არის. იქამდე კი აუცილებლად ნერვიულობ. მეც ასე ვარ. გუშინ ღამის სამ საათზე დავიძინე და დღეს დილის ცხრაზე გამეღვიძა. ისე ვნერვიულობ, რომ ვკანკალებ. სცენაზე ჩემთან ერთად 20 მუსიკოსი იქნება და მათი იმედი მაქვს, რადგან საუკეთესოები არიან. ღონისძიება  საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდება.

ნინო მურღულია

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here